1 თავი.

1.8K 132 233
                                    

კორეაში დაბრუნება.....

არც ისეთი რთული აღმოჩნდა, როგორც მე მეგონა.10 წელია ამ ქვეყანაში არ ვყოფილვარ.მშობლების განქორწინების შემდეგ რთული აღმოჩნდა აქ დაბრუნება.

როცა მოსიყავრულე მშობლები გყავს,რომლებიც შენთან გატარებული დროისთვის ყველაფერს დათმობენ,რთულია მათგან შორს ყოფნა.მაგრამ ორივეს ვუყვარვარ,ამიტომ ჩემი გაგება არ გაუჭირდათ,როცა სასოწარკვეთილმა ინგლისში,ბებიასთან,წასვლა გადავწყვიტე.მათი განშორება,ჩემთვის თავზარდამცემი აღმოჩნდა.

მე ლი ნარა ვარ.20 წლის.ათი წელი ბებიაჩემთან ვცხოვრობდი.ის მამის დედაა.ბაბუაჩემის გარდაცვალების შემდეგ,ინგლისში წავიდა იქ კი შესანიშნავი ადამიანი გაიცნო.ერთმანეთი ძალიან შეუყვარდათ.ჯონათანმა ცოლად მოიყვანა.

თქვენ წარმოიდგინეთ და ყოველთვის ბუზღუნა და მკაცრი მამაჩემი ამის წინააღმდეგი არ ყოფილა.მას დედის ბედნიერება სურდა,რომელიც ამ წლების მანძილზე უიმედო ქორწინებაში იმყოფებოდა.

ბებიამ და ჯონათანმა სიხარულით მიმიღეს.ჯონათანი ნამდვილი ბაბაუასავით მექცეოდა და ეს მახარებდა.ის ჩემთვის,მართლაც ნამდვილი ბაბუასავეთ იყო.არ იყო ძალიან მდიდარი.ინგლისში პატარა მყუდრო სოფელში ცხოვრობდა.დიდი მიწის პატრონი იყო,სადაც ბოსტნეული და ხილი მოჰყავდა.საყვარელი,მოხუცი წყვილისთვის შესანიშნავი ადგილი იყო.მეც მათთან გავატარე ათი წელი და გადავწყვიტე ბოლოსდაბოლოს კორეაში დავბრუნებულიყავი.

ჩამოსვლისთანავე რეგისტრაცია გავიარე და გარეთ გამოვედი.დედაჩემი ანერვიულებული სახით მელოდებოდა გასასვლელთან.ჩემი დანახვისას სახეზე ღიმილი გადაეფარა და გადამეხვია.მონატრებულ დედას მეც მკლავები შემოვხვიე.

ყოველ წელს ვნახულობდი მათ,მაკითხავდნენ ხოლმე.დღესასწაულებზე ჩამოდიოდნენ და მუდამ ბედნიერი ვიყავი,როცა მათ ერთად ვხედავი.იმის მიუხედავად,რომ მხოლოდ მეგობრებად დარჩნენ და მამამ ახალი ცოლი მოიყვანა,მაინც ბედნიერი ვიყავი მათი ერთად დანახვით.თითქოს არც არაფერი არ მომხდარა და ისევ ის ძველი ბედნიერი ოჯახი ვიყავით.

제국/იმპერია👑 (დასრულებული)Место, где живут истории. Откройте их для себя