16 თავი

795 100 74
                                    

სასასხლე მეორე შვილის დაკარგვას გლოვობდა,ისე თითქოს მისი ბრალი არ ყოფილიყოს ამ ახლაგაზრდას სიკვდილი.

ტახტმა უკვე შეიწირა ორი სიცოცხლე!ეყოლება კი მას შემდეგი მსხვერპლი და ვინ იქნება ის?!

ყველა თეთრებში ვიყავით გამოწყობილნი,დედოფალი თავის ოთახში ჩაიკეტა და იქედან დიდიხანია არ გამოსულა.საჭმელზეც უარს ამბობს,დედადედოფალი მასზე ძალიან ღელავს.

მე რაც შემეხება,რთული დღეები გადავიტანე,უამრავი კითხვა:როგორ ვიპოვე პრინცის გვამი?რატომ არ ვიყავი,დანარჩენ გოგონებთან ერთად?რამე მაკვაშირებდა თუ არა პრინცის მკვლელობასთან?

ჩემი დაპატიმრებაც და წამებით ინფორმაციის მოპოვებაც კი სურდათ,მაგრამ როცა საკანში უნდა წავეყვანე,თეჰიონი გამოჩნდა და თქვა,რომ მასთან ერთად ვიპოვე გვამი და საღამო მასთან ერთად გავატარე.ბევრს არ გაჰკვირვებია.ყველამ კარგად დაინახა,როგორ გავიყვანე ცალკე სასაუბროდ,ამიტომ პრობლემებიც არ შემქნია.

რა თქმა უნდა თუ დიდი პრობლემას არ ჩავთვლით,რომელსაც მინ იუნგი ჰქვია.დაკრძალვის საღამოს ჩემთან მოვიდა,არც ჩახუტება,
არც დამშვიდება.მისამძიმრებაც კი არ მაცადა.თავზე დამჩხაოდა და სასტიკად მაფრთხილებდა,რომ ამ ყველაფრისგან თავი შორს დამეჭირა.როცა ეს ყველაფერი თეჰიონს ვუთხარი,
მითხრა რომ შენს ადგილზე უნდა დატეულიყავი და ყველაფერი ჩემთვის მოგენდოო.

მოკლედ ძალიან ბევრი მეჩხუბა,შემდეგ უსიტყვოდ დამტოვა და იმის მერე თვალიც კი აღარ მომიკრავს.

ახლა რაც შეეხება რჩეულ სამეულს.....ერთერთი მათგანი გავხდი,დღეიდან ოფიციალურად პრინცესა ვარ.იცით ეს დიდად არ მაღელვებს,უფრო მეტად პასუხ გაუცემელი კითხვები  მჭამს.იუნგისთვის კითხვა ვერ გავბედე,მაშინ მართლა ძალიან გაცხარებული იყო.ამიტომ მისთვის კითხვა მომერიდა და თან შემეშინდა კიდეც,წარმომიდგენია რას მიზამდა კითხვები რომ დამესვა.

제국/იმპერია👑 (დასრულებული)Where stories live. Discover now