9 თავი.

906 92 191
                                    

ტახტმა უკვე შეიწირა პირველი მსხვერპლი!ვინ იქნება მომდევნო?!

ვოლის პ.ო.ვ

მთელი ღამე ვერ დავიძინე.კოცნის შემდეგ იუნგი ოთახიდან გავიდა,ნარიმ კი ვახშამი ოთახში შემომიტანა.

სულ დამავიწყდა რომ ყველა მოვატყუე და ვთქვი ცუდად ვარ თქო.ინო და რეჯინი სანახავადაც კი მოვიდნენ.

უკვე შუაღამე იყო,გოგონები ოთახიდან ერთი საათის გასულები იყვნენ,მაგრამ მე ვერაფრით ვერ  ვიძინებდი.ლოგინში ვიწრიალე,ვიწრიალე,მაგრამ რამდენჯერაც თვალს დავხუჭავდი მისი ღიმილი და კოცნის სცენა მახსენდებოდა.

თავი სწრაფად წამოვწიე და თავბრუს ხვევის გამო თავზე ხელი ვიკარი.ზედმეტად სწრაფად წამოვხტი!

ლოგინიდან წამოვდექი და ოთახიდან ჩუმად გავიპარე.

მთვარის შუქზე სეირნობამ და ღამის გრილმა ნიავმა სიამოვნება მომგვარა.

დავფიქრდი ყველაფერ იმაზე თუ რა გადამხდა დღეს.იუნგიმ მაკოცა,ჩემზე თითქმის ათასი წლით უფროსმა კაცმა,რომელიც ერთ-ერთი მემკვიდრე უფლისწულია და ამავდროულად უსიმპატიურესი.თან ეს ჩემი პირველი კოცნა იყო.

კოცნა ბავშობაში რაღაც საზიზღრობა მეგონა,არ წარმომედგინა თუ როგორ შეიძლებოდა ერთმანეთის პირში ძრომიალი თავისივე ენებით.ამის წარმოდგენაზე ახლაც კი გამაჟრჟოლა.

მაგრამ შემდეგ უკვე რომანტიკულ სიტუაციებს მართლაც ძალიან უხდებოდა ეს მშვენიერი წარმოდგენა.

დღევანდელ კოცნას რომ ვიხსენებ ვხვდები,რომ ეს საოცარი შეგრძნებაა.ან იქნებ უბრალოდ ჩემთვის არის ის,ასეთი განსაკუთრებული და კარგი?!

უეცრად უცნაური ხმა შემომესმა.თითქოს რაღაცის დამსხვრევის და თან ღმუილის ხმას ჰგავდა.ხმის მხარეს წავედი და შეღებულ ფანჯარაში დავინახე უცნობი, შავებში ჩაცმული კაცი,როგორ ახრჩობდა ვიღაცას.

제국/იმპერია👑 (დასრულებული)Where stories live. Discover now