18 თავი

770 99 105
                                    

ვოლის პ.ო.ვ

ნამჯუნის გარდაცვალებიდან ერთი კვირა გავიდა,როგორც ვთქვი კრემაციის დღეს იუნგი მესტუმრა,მაგრამ ამის შემდეგ აღარ გამოჩენილა!მთელი დღე მინ გონინთან და ჯინიესთან ერთად გავატარე.დებილებივით ვზივართ და ვქარგავთ,ან ვსეირნობთ,შესაძლოა ხანდახან დედადედოფალთან და მეფის დასთან ერთად ვისადილოთ და ვისაუბროთ.

კაორის დავუმეგობრდი,მის ბავშობაზე ვაყოლინებ ხოლმე და იუნგიზეც ერთ-ორი სიტყვასაც ვათქმევინებ ხოლმე.იუნგი სასახლეშია,ეს ვიცი!მაგრამ ჩემს სანახავად არ მოდის,ამის გამო საშინელ ხასიათზე ვარ.

ალბათ ჩემზე გაბრაზებულია,მაგრამ ასე გაბუტვა ვის გაუგია?ერთხელაც კი არ მომინახულა!იქნებ ცუდათ ვარ?!

ნუ მოკლედ ვიცი ძალიან ცუდი საქციელია,მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს.ეს უნდა გავაკეთო!

გოგონებთან ერთად ბაღში ვსეირნობ,კაორიც ახლოს ტრიალებს,იუნგიმ ჩემი დაცვა დაავალა ამიტომ ყოველ კუთხეში დაბოდიალობს სადაც მე!

შესანიშნავია.

თავზე ხელი მივიტანე,თითქოს თავბრუ მეხვეოდა,ვიცი მეტკინება მაგრამ შენ ამას შეძლებ ვოლ!

ფეხები მოვკეცე და ძირს დავვარდი.გულის წასვლა გავითამაშე.

მალევე მცველები მოვარდნენ,ხელში ამიყვანეს და ჩემს ოთახში წამიყვანეს.

***

ოთახში ვწევარ.გავიგონე კარები როგორ გაიღო და შიგნით ვიღაც როგორ შემოვიდა.

-რა დაემართა-? კითხულობს კაცის ხმა

-გული წაუვიდა(მინგონი)ამბობს ნერვიულად.ოთახში მინ გონი,ჯინიე,ნარი და მეფის დაა.ხოლო კაორი კართან მელოდება.

-კარგი ახლა დამტოვეთ პაციენტი უნდა გავსინჯო-და ოთახიდან ყველა გადის.მე მაშინვე თვალებს ვახელ.შეშინებულ ექიმს წამოყვირება უნდა მაგრამ ვასწრებ და პირზე ხელს ვაფარებ.

제국/იმპერია👑 (დასრულებული)Where stories live. Discover now