17 თავი

803 97 178
                                    

*17 წლით ადრე*

პატარა თეჰიონი დერეფანში დარბოდა,მისი მოვლელისგან გაქცევას ცდილობდა.ბოლოს გადაწყვიტა დედოფლის სასახლეში წასულიყო და დედა მოენახულებინა.

დედოფალი თეჰიონს დიდ ყურადღებას არასდროს უთმობდა,პატარა თეჰიონი კი მუდამ ფიქრობდა,რომ ცუდი შვილი იყო,ამიტომაც მუდამ ცდილობდა დედასთან ზრდილობიანად მოქცეულიყო,პატარა პრინცი დედისთვის ყვავილებსაც კრეფდა და ნახატებსაც ხატავდა(როგორც შეეძლო)შემდეგ კი მასთან მიქონდა,მაგრამ დედოფალი იმისთვისაც კი არ იცლიდა,რომ ეს საჩუქნები თეჰიონისგან მიეღო,ამიტომ უბრალოდ მოახლე ართმევდა ამ საჩუქრებს თეჰიონს და შემდგომ დედოფალს გადასცემდა.

დედოფალი მუდამ ნამჯუნით იყო დაკავებული.სულ ცდილობდა,რომ მისთვის რამენაირად სათანადო განათლება მიეცა,მუდამ მის სწავლასა და თავისუფალ დროს აკვირდებოდა,უნდოდა იდეალური მეფე გაეზარდა.

მაგრამ თეჰიონი არ ნებდებოდა,ფიქრობდა რომ ნამჯუნთან იმიტომ ატარაებდა დედოფალთან დროს,რომ ნამჯუნი კარგი შვილი იყო,თეჰიონი კი არა!

რა მარტივია არა ბავშვის ლოგიკა?და როგორი ადვილად მსხვრევადია მისი ფსიქიკა!როცა საყვარელი ადამიანი უარგყოფს,მუდამ საკუთარ თავს ადანაშაულებ,რომ შენ არ იყავი მისთვის საკმარისად კარგი.

თეჰიონი დედის ოთახში დაუკითხავად შევიდა,იქაურობა კი ცარიელი დახვდა.მაგრამ მალევე დერეფანში ნაბიჯების ხმა გაისმა,თეჰიონი კედელს ამოეფარა,უნდოდა დედისთვის სიურპრიზი გაეკეთებინა,ხელში ახლად დაკრეფილი გვირილები მაგრად დაიჭირა და კედელს აეყუდა.

დედოფალმა რასაც ჰქვია კარი შემოამტვრია,უკან მისი საჭურისი ტეკვანი შემოყვა და კარი ფრთხილად დახურა.

-გაუგონარია,ეს როგორ მაკადრა?!მე ხომ დედოფალი ვარ!როგორ გაბედა მინ ნალიმ ამის თქმა?!ვინ ჰგონია მისი თავი?(დედოფალი)ცოფებს ყრიდა და ოთახში ნერვიულად დადიოდა.

제국/იმპერია👑 (დასრულებული)Where stories live. Discover now