ვფიცავ თუ მას ვიპოვი აღარასდროს გავუშვებ, თუნდაც ეს მის სურვილს ეწინააღმდეგებოდეს.

ფეხზე ვდგები და წასვლას ვაპირებ, როდესაც სკამის ქვეშ ობლად დარჩენილ რვეულს ვამჩნევ.

მახსენდება ბელას დაუდევრობა და რვეულს ხელში ვიღებ რათა მფლობელს დავუბრუნო.

როდესაც ვაცნობიერებ, რომ ხელში სახატავი რვეული მიკავია ცნობისმოყვარეობა მძლევს და მის დათვალიერებას ვიწყებ.

ჩემს წინაშე ულამაზესი პეიზაჟები იშლება და ერთმანეთს უდარდელად ენაცვლება მზის ჩასვლის სხვადასხვა სურათი.

რვეულიდან ორი ფურცელი ძირს იყრება, ფრთხილად ვიწყებ მათ შეგროვებას და დიდზე მეღიმება, როდესაც ერთ-ერთ ფურცელზე ლამაზად შესრულებულ პორტრეტს ვხედავ.

ნაილის ცისფერი თვალები და ქერა თმა ისეთ ბუნებრივ კონტრასტს ქმნიან, რომ ერთ წამს მგონია ფურცლიდან მეგობარი დამელაპარაკება.

ნაილი მორცხვია, მაგრამ გრძნობების დამალვა კარგად არ ეხერხება.

ვხედავდი, ყოველ ჯერზე როდესაც ბელა კაფეში შემოდიოდა, როგორ წითლდებოდა და იბნეოდა ჩემი ქერა მეგობარი.

თავდაპირველად უარყოფდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც მოუწია აღიარება, რომ იზაბელა პეინმა მისი ყურუადღრბა არათუ მიიქცია, არამედ გარკვეული ადგილი დაიკავა მის გულში.

ეს ნახატი კი ადასტურებს იმას, რომ არც ყინულის დედოფალი ყოფილა გულგრილი.

ამ პორტრეტს ცალკე ვდებ და მეორე ფურცელს გაოგნებული ვაშტერდები.

-არარსებოსბს! ვამბობ და ფურცელს რამდენჯერმე ვატრიალებ იმის შესამოწმებლად მართლა ვხედავ იმას რაც ფურცელზეა თუ ყველაფერი ჩემი წარმოსახვის ნაწილია.

საბოლოოდ როდესაც ვრწმუნდები, რომ არ მეჩვენება, ნაცნობი და მონატრებული სახის შესწავლას ვიწყებ, შეუძლებელია რამე მეშლებოდეს.

Sunset N.H Where stories live. Discover now