სიცილით ვამთავრებ და ვხედავ ლიამიც მიღიმის.

-კარგი, მას დაველაპარაკები, მაგრამ შენც უნდა მითხრა შენსა და ჰორანს შორის რა ხდება?

მაშინვე მახმება ღიმილი სახეზე და ვსევდიანდები.

ლიამიც ამჩნევს ამას.

-რა მოხდა, რამე ხომ არ დაგიშავა? მეკითხება ეჭვით და თვალებში ბრაზი უკრთის.

-არა, დამშვიდდი. ის ძალიან საყვარელი, მზეუნველი და კეთილია, მაგრამ მგონი მოვწონვარ. ვამბობ და ხმამაღლა ვოხრავ.

-მაშინ რაშია პრობლემა, შენ არ მოგწონს? მეკითხება გულწრფელი მზრუნველობით, რაც მაიძულებს სიმართლე ვუთხრა.

-პრობლემა ისაა, რომ მეც მომწონს.

-შენი არ მესმის. საზურგეს ეყუდება და ხელებს გულზე იჯვარედინებს.

-ის ძალიან კარგია მე კი მეტისმეტად ვიზიდავ ხიფათს, არ მინდა ჩემს გამო რაიმე შარში გაეხვეს, თანაც მაშინ, როდესაც ვიცი, რომ ალეკი კვლავ თავისუფალია და არავინ იცის სად არის ან რას აკეთებს.

ლიამი ჩემს ხელებს თავისაში იქცევს და ისე იწყება საუბარს.

-ხომ იცი, რომ შენი ბრალი არაფერია? დედაშენის სამსახური ასეთი იყო და მან ეს კარგად იცოდა, შენს თავს არ უნდა ადანაშაულებდე იმაში, რომ გაგიმართლა და იმ დღეს საბედნიეროდ გადარჩი. შენს თავს უნდა მისცე ბედნიერების უფლება და თუ ამ ბედნიერებას ნაილი მოგიტანს, უნდა ენდო მას და საკუთარ თავსაც, შენ ბედნიერი უნდა იყო.

მე თავს უხერხულად ვხრი და ფეხზე ვდგები.

-წასვლის დროა. ვეუბნევი ლიამს და ჩანთას ვიღებ.

-მანქანით წაგიყვან. მეუბნევა და ისიც დგება, მაგრამ ვეწინააღმდეგები.

-არ მინდა, ხომ იცი როგორ მიყვარს ფეხით სეირნობა.

ის თავს მიქნევს, რადგან იცის, რომ შეწინააღმდეგებას აზრი არ აქვს.

Sunset N.H Where stories live. Discover now