თავი 24

507 37 35
                                    

Flashback

წამიერად მეგონა, რომ დირექტორის სიტყვები მხოლოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო. მხოლოდ თეჰიონის სახე ამბობდა საპირისპიროს. თავის ფიქრებში წასულიყო და როგორც ჩანს საკუთარ თავთან კონფლიქტის მოგვარებას ცდილობდა.

- სწორად გავიგე? ანუ გინდათ თქვათ, რომ ახლა უნდა ავდგეთ და მთელი კორეის წინაშე გამოვაცხადოთ, რომ "სასიყვარულო" ურთიერთობებში ვართ?- იკითხა ცოტა ხნის შემდეგ თეჰიონმა.

- ზუტად- თქვა სრულიად მშვიდი გამომეტყველებით ბანმა, თითქოსდა სრულიად ჩვეულებრივ თემაზე ვსაუბრობდეთ.

- კი მაგრამ, ამით რას მოვიგებთ, განრისხებული ფანების გარდა?- ახლა უკვე მე ჩავები საუბარში.

- ო ძვირფასო, ბევრ რამეს- ჩაიცინა და ფეხზე წამოდგა.

კედელზე დამონტაჟებული დიდი პლაზმური ტელევიზორი ჩართო და ზედ სქემა გამოისახა. წაკითხვის შემდეგ მივხვდი, რომ ბიგ ჰიტის აქციების სქემა იყო.

- საღამოს დატრიალებული მოვლენების შემდეგ, ჩვენი კომპანიის აქციები 3%- ით გაიზარდა

- ანუ უბრალოდ აქციების გამო გამოგვიყენებთ? - იკითხა თეჰიონმა და განრისხებული სახით შეხედა ტელევიზორს.

- არა მარტო- თქვა და თავის სავარძელში კომფორტულად ჩაესვენა.- თქვენი ურთიერთობის გამოცხადების შემდეგ ვვარაუდობთ, რომ აქციები კიდევ გაიზრდება. თქვენი 2 სიმღერა დღეს მელონის ჩარტში, კვლავ ლიდერულ ადგილებზეა.

- დავიჯერო საწინააღმდეგო არაფერი მომხდარა?- ვიკითხე აღელვებულმა და ვიგრძენი, რომ თავი უეცრად ამტკივდა ამდენი ინფორმაციისგან.

- რათქმაუნდა- თქვა ბანმა და შემომხედა- მაგარამ ეს ყველაფერი უმნიშვენლოა.

რათქმაუნდა მთელი მსოფლიო შოკშია, მაგრამ არაუშავს, სამაგიეროდ აქციებმა 3%-ით იმატა.

- თანახმა ვარ.

ტანში უეცრად გამცრა. ყვაფერს ველოდი, მაგრამ ამას ნამდვილად არა.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Mar 25, 2020 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

ერთი ვარსკვლავით მეტიWhere stories live. Discover now