თავი 22

271 29 6
                                    

დილის რვა საათზე ჩვეულ რეჟიმში დარეკა მაღვიძარამ, თუმცა მისი დარეკვის გარეშეც გავიღვიძებდი. უფრო სწორად საერთოდ არ მეძინა.

მთელი ღამე თეთრად გავათენე და წამითაც ვერ მოვხუჭე თვალი. ყოველ წამიერად ვიხსენებდი გუშინდელი საღამოს მოვლენებს და ცრემლებად ვიღვრებოდი.

შეიძლება სხვას ცრემლებს არასდროს არ დავანახებ, მაგრამ როდესაც ჩემს თავთან მარტო ვრჩები ნიაღვარივით მომდის ცრემლები. ჩემს თავთან მარტო სრულიად უმწეო, კუთხეში მიმწყვდეულ პატარა გოგონათ ვიქცევი. ემოციების დამალვის მიზეზს ვეღარ ვხედავ და ვაძლევ საკუთარ თავს სისუსტის უფლებას.

წინააღმდეგ შემთხვევაში გავგიჟდები...

ახლაც ლოგინზე ხუთად მოკეცილი და საბანში თავით ჩარგული ვწევარ და გამომშრალი თვალებით ვაშტერდები ერთ წერტილს.

სად გავიქცე არ ვიცი.

დღეს ორი რამ ნებისმიერ შემთხვევაში მოხდება:

1. მე და თეჰიონს დატრიალებული სკანდალის გამო წიხლით გვიკრავენ კომპანიიდან.

ან

2. იმხელა ჯარიმას დაგვიწერენ კონტრაქტის დარღვევის გამო, რომ ორივე თირკმელის გაყიდვის შემთხვევაშიც კი ვერ გადავიხდი.

და ერთი მეორეზე უარესი მოვლენების განვითარებაა. მესამე ვარიანტი უბრალოდ არ არსებობს.

საწოლიდან ნაძალადევად ავდექი, საბანი გადავიძრე და აბანოსკენ გავემართე. ონკანი მოვუშვი, დარჩენილი ტანსაცმელი გავიძრე და ცხელი წყლის ქვეშ დავდექი.

ფიქრებმა ისევ იმ .ადგილას მიმიყვანეს სადაც, თეჰიონს სიგარეტი გამოვართვი და მოვწიე. ყოველ ჯერზე უფრო და უფრო ნათლად ვხატავდი წარმოსახვაში მომენტს, როდესაც ის ნაზად ეხებოდა ჩემს ბაგეებს და მისი ხელები სხეულზე მეკვროდა.

ცრემლების კიდევ ერთი ნაკადი წამსკდა და ცივ კედელზე ჩავიკეცე. გული უზომოდ მეწვოდა. იმიტომ არა, რომ დაგვიჭირეს და ეს ფოტოები ახლა მთელმა მსოფლიომ ნახა. არა. გული იმიტომ მტკივა, რომ მისთვის ეს კოცნა სრულიად არაფერს ნიშნავდა, ჩემთვის კი ეს ზღაპარივით იყო.

ერთი ვარსკვლავით მეტიTempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang