თავი 15

265 26 2
                                    

- ათ წუთში ვიწყებთ!- აცხადებს ქალი მიკროფონით, რომელიც გვერდს დიდი სიჩქარით გვივლის.

- კულისებში ვიჯდებით?- ვეკითხები ჰერის და ისიც თანხმობის ნიშნად თავს მიქნევს.

- უსაფრთცოება და ბლა ბლა ბლა- იცინის და მეც ვყვები.

სცენას რაც შეიძლება ახლოს ვუახლოვდები და ისე ვდგები, რომ არ გამოვჩნდე.

ტრიბუნები ბოლომდე გადავსებულია. მაქსიმუმ 200 ადგილი თუ იქნება შეუვსებელი, თუმცა ეს ზღვაში წვეთია იმ რაოდენობასთან შედარებით რაც ტრიბუნებზეა. ყველა ყვირის, მღერის და ბიჭების სახელებს თანმიმდევრობით იძახიან. ლაისტიკები იისფრად ღებავს ადამიანებისგან შექმნილ ტალღას და ეს სანახაობა, რაღაც მაგიურს და არა ამ ქვეყნიურს მოგაგონებს. იმდენად ლამაზია ეს სანახაობა, რომ ჰაერის უკმარისობას და სითბოს გრძნობ. წარმომიდგენია რას განიცდიან სცენაზე მდგომი ბიჭები... ალბათ შვებას, რადგან მათი შრომა აი ასეთ წუთებში, ამ ხალხის შეძახილებითა და ცრემლიანი თვალებით ფასდება. და სიამაყეს რათქმაუნდა, ეს ხალხი სეულში სხვა და სხვა ქვეყნებიდან და რაიონებიდან, მათ სანახავად არიან ჩამოსულები.

- სამი წუთი- კვლავ ვიღაცის შეძახილი კულისებიდან.

ჯესის და ჰერის ვუბრუნდები, რომლებიც ცალკე ადგილებზე ზიან და რაღაცაზე აქტიურად საუბრობენ. მათკენ მივდივარ და ამის გამო იატაკზე დაგდებულ სქელ შნურს ვერ ვამჩნევ და დიდი სისწრაფით მივდივარ იატაქთან შესახვედრად, მაგრამ ამის უფლებას ჩემს წელზე შემოხვეული ძლიერი ხელები არ მაძლევს. ვიხედები და ჩემს "გადამრჩენელს" თვალებში ვუყურებ. ერთგვარი ბედის ირონია...

- წინ იყურე, თორემ შემდეგ ჯერზე შეიძლება გვერდით აღარ ჩაგიარო და იატაკს აკოცო- ყურში მიჩურჩულებს კიმი და ხელებს უხეშად მიშვებს ისე, რომ წავბორძიკდი, თუმცა ამჯერად თავი შევიკავე.

- მადლობა ნაგავო- მივაძახე და გოგონებისკენ გზა განვაგრძე, როდესაც მესმის:

ერთი ვარსკვლავით მეტიOnde as histórias ganham vida. Descobre agora