თავი 13

278 25 0
                                    

- მია- მომესმა დედას ხმა. ჩანთები ავიღე და ოთახს თვალი მოვავლე. არც კი ვიცი ამ ოთახში კიდევ, როდის დავბრუნდები.

დედას ყუთები გარეთ გაჰქონდა, მძღოლი კი საბარგულში აწყობდა. ჩანთები მძღოლს გადავეცი და დედას მივუბრუნდი.

- შევეცდები რაც შეიძლება ხშირად დაგირეკო ხოლმე- ვუთხარი მე.

დედა მომიახლოვდა და გულში ჩამიკრა.

მისი სურნელი ღრმად შევისუნთქე და დამახსოვრება ვცადე.

ძალიან მომენატრება, იმის მიუხედავად, რომ ერთ ქალაქში ვიქნებით.

- მიყვარხარ ჩემო გოგო- ამ სიტყვებით მომშორდა და თვალებში შემომხედა.

- მეც დედა- ვუთხარი და მანქანაში ჩავჯექი.

მანქანა დაიძრა და უკანა მინიდან დედას ვხედავდი, რომელიც ფართო ღიმილით მიქნევდა ხელს.

დანიშნულების ადგილზე დაახლოებით საათ ნახევარში მივედით. ადგილი დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით მდებარეობდა და ერთგვარ პატარა "ქალაქს" წარმოადგენდა.

მანქანიდან გადმოვედი და ადგილი შევათვალიერე.

ჩემს წინ რკალზე ოთხი, ოთხ სართულიანი აგურის შენობა იყო განლაგებული. როგორც მივხვდი ეს არის კამპუსი. მათ უკან კიდევ რაღაც შენობა ჩანდა, თუმცა მას კამპუსი თითქმის ბოლომდე ფარავდა.

- მია- დამიძახა მოახლოვებულმა მინამ- წამომყევი და ყველაფერს განახებ. მძღოლი შენს ნივთებს ოთახში აიტანს, ამიტომ შეგიძლია არ ინერვიულო.

მინამ მძღოლს ანიშნა და მანაც საბარგულიდან ჩანთების ამოლაგება დაიწყო, ჩვენ კი წინ პირველი შენობისკენ დავიძარით.

შიგნით ყველაფერი ძალიან გემოვნებიანად და თანამედროვედ იყო მოწყობილი.

- ეს პირველი კამპუსია, გოგონების. შენი ოთახი მეორე სართულზეა.

კიბეები ავიარეთ და პატარა ჰოლში აღმოვჩნდით. კედლების ორივე მხრიდან დაახლოებით ექვს- ექვსი კარები იყო ჩამწკრივებული. ერთ-ერთს მივუახლოვდით და გავჩერდით

- აქ შენი ოთახია. იმის გამო, რომ გოგონები ტრეინი ცოტა გვყავს, გვაქვს იმის საშუალება, რომ გოგოებს თავისი ოთახები მივუჩინოთ. ეს ჯერ- ჯერობით რათქმაუნდა.

მინამ კარი გამოაღო და შიგნით შემიძღვა.

არ ვიცი, როგორ მოახერხა მძღოლმა ჩვენზე წინ მოეტანა ოთხი მძიმე ჩანთა, მაგრამ როგორც ჩანს მას რაღაც არანორმალური სისწრაფე აქვს.

ოთახს თვალი მოვავლე. საკმაოდ დიდი და ნათელი აღმოჩნდა. ოთახში საშუალო ზომის საწოლი და დიდი კარადა იყო, ასევე საწერი მაგიდა და მაღალი თეთრი სარკე. ყველაფერი ღია ფერებში იყო მოწყობილი და ძალიან ატმოსფერული ჩანდა. ოთახი ნამდევილად მომეწონა.

ასევე ოთახში კიდევ ერთი კარი იყო, რომელიც დიდი ალბათობით აბაზანას მოიცავდა.

- აბა, როგორ მოგწონს?- მკითხა ცოტახანში მიამ.

- ძალიან მომწონს.- ვუპასუხე და ოთახში შევაბიჯეთ.

- ეს კამპუსი 2 წლის წინ აშენდა ჩვენი კომპანიის მიერ. დანარჩენი ორი შენობა ბიჭების კამპუსია, იქიდან გამომდინარე, რომ ბიჭები ტრეინი ბევრად მეტი გვყავს, მათ არ აქვთ ცალკე ოთახის ქონის ფუფუნება და ერთ ოთახში ორ -ორი, ზოგჯერ სამნიც კი ერთად ცხოვრობენ. მეოთხე შენობა მოიცავს ბუფეტს, საცურაო აუზს, ფიტნეს დარბაზს, ბიბლიოთეკას და სხვა და სხვა სახის გასართობ და სამუშაო კომპლექსებს.

მია შეჩერდა და ფანჯრისკენ მანიშნა, რომელიც ზუსტად კამპუსის უკან მდებარე შენობას უყურებდა, რომელსაც ეს შენობები ფარავდნენ.

- აქ ბიგ ჰიტის არტისტები ცხოვრობენ. შიგნით შესვლა ტრეინის აკრძალული აქვთ და ის ძლიერად არის დაცული.

მინა ჩემთან კიდევ დაახლოებით ნახევარი საათი იყო და მიხსნიდა, რა, როგორ ხდება კამპუსში და რა, სად არის.

კიდევ ორ საათში ნივთების უმეტესობა ამოლაგებული და დალაგებული მქონდა.

ჯერ კიდევ არ მქონდა გააზრებული ის, რომ ჩემი დამოუკიდებელი და ზრდასრული ცხოვრება, ამ წუთიდან დაიწყო...

________

ვიცი, რომ საშინელი ავტორი ვარ 🙄
ის უკვე ვთქვი ხო მგონი, რომ დიდ თავებს აი პროსტო ვერ ვწერ 😭🤣

ერთი ვარსკვლავით მეტიWhere stories live. Discover now