თავი 11

294 26 0
                                    

ბიგ ჰიტის შენობას გიჟივით მივვარდი. კარების წინ მდგარი დაცვა, ახლა სულ სხვა მოღუშული მამაკაცი იყო. ზედმეტი ლაპარაკის გარეშე ტრეინის ბეიჯიკი ვანახე, რომელიც გუშინ მინამ მომცა და მანაც ზედმეტი კითხვების გარეშე შიგნით შემიშვა.

მესამე სართულზე ავედი და დიდ დარბაზში შევვარდი. ყველა ერთბაშად მე მომიტრიალა და ჩურჩული დაიწყეს. როგორც ჩანს არ ელოდნენ არავის ევროპული გარეგნობით.

არც ისე ბევრი ხალხი იყო. დაახლოებით 10 გოგონა იქნებოდა, ყველა ძალიან ლამაზი და ტანადი. მათ შორის ჩემი ნაცნობი ვიცანი. ჯესი ხელის ქნევით ჩემსკენ გამოემართა.

- მიხარია, რომ აგიყვანეს.- მითხრა და ხელი მომკიდა- წამოდი გასახდელს განახებ. ცოტა დაიგვიანე მაგრამ არაუშავს, ქორეოგრაფი ჯერ არ მოსულა.- მან საშუალო ზომის ოთახში შემიყვანა სადაც ერთ კედელზე უჯრების მწკრივი იყო.- აირჩიე, რომელი უჯრაც გინდა და მალე გამოდი, გელოდებით- მითხრა მან და ხელის ქნევით დამტოვა.

გამოცვლა დავიწყე და საყვარელი სპორტული "პუმას" შარვალი და "ადიდასის" ჰუდი ჩავიცვი, ფეხზე ასევე "პუმას" ბოტასები მოვირგე. ხო, ალბათ ჩემს მომავალ სტილისტს, რომ ვენახე გულიც წაუვიდოდა ბრენდების ასეთი შეხამებისგან. თმა მაღლა ავიკარი და გასასვლელად მოვემზადე.

ვნერვიულობდი. ძალიან ვნერვიულობდი. ახალი ხალხი, ახალი გარემო... ეს ყველაფერი ძალიან ამაღელვებელად მეჩვენებოდა. ზოგადად ხალხის აზრი არ მაინტერესებს, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ თუ შენი თავი მოგწონს და გიყვარს და თუ პატივს სცემ, სხვა სხვანაირად ვეღარ შემოგხედავს და ზედმეტს ვერ გაგიბედავს, რადგან დაინახავს, რომ აზრი არ ექნება შენს დამცირებას ან სხვა მაქინაციების ჩატარებას.

ახლა სხვა სიტუაციაა. აქ ერთ და ორ ადამიანზე ლაპარაკი აღარაა. არა მარტო ტრეინის, არამედ მთელს ქეიპოპ სამყაროს ვგულისხმობს. კორეელებს და ზოგადად აზიელ ხალხს სხვანაირი შეხედულება აქვს აბსოლუტურად ყველაფერზე, მათი მენტალოტეტიდან გამომდინარე. მათ არ შერცხვებათ თავიანთი აზრის გამოხატვა და ეს ყველაზე მეტად მაშინებს იმის მიუხედავად, რომ ჩემს თავში დარწმუნებული ვარ.

ერთი ვარსკვლავით მეტიWhere stories live. Discover now