თავი 16

293 23 0
                                    

მაღვიძარას საზიზღარმა ხმამ გამომაღვიძა და მეც დიდი ძალისხმევით თვალები გავახილე და ღრმად ჩავისუნთქე. სხეულის თითოეული წერტილი მტკიოდა და განძრევის ყველანაირ სურვილს მიქრობდა.

როგორღაც საწოლიდან ავდექი და სააბაზანოში შევედი. ზუსტად ნახევარი საათი ვიდექი თბილი წყლის ქვეშ იმ იმედით, რომ დაძაბულობას მომიხსნიდა და ენერგიას შემმატებდა, თუმცა ამაოდ.

დღეს რეპეტიციები გაგვიუქმეს და დაგვავალეს, რომ საკომფერენციო დარბაზში ზუსტად 10 სთ- ზე ვყოფილიყავით. დღეს მეორე წევრი მტკიცდება. არ ვნერვიულობ, ალბათ იმიტომ, რომ სანერვიულო არაფერი არ მაქვს. ორი კვირის აყვანილ სტაჟიორს არავინ არ დაამტკიცებს სადებიუტო ჯგუფში. უბრალოდ მანდ ყოფნა ყველა სავარაუდო ტრეინისთვის სავალდებულოა.

ეს ერთი კვირა მგონი ყველაზე რთული იყო ჩემს ცხოვრებაში, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ჩვენს რეპეტიციასა და გაკვეთილს დირექტორი და კომპანიის მნიშვნელოვანი ხალხი ესწრებოდნენ იმისთვის, რომ აერჩიათ მეორე წევრი. ჩვენც რათქმაუნდა ამის გამო 190%- ით მეტს ვმუშაობდით, რომ ჩვენი მაქსიმუმი გვეჩვენებინა. მათ შორის მეც.

თეჰიონზე თითქმის ყოველ დღე ვფიქრობდი და მასთან დალაპარაკება ძალიან მინდოდა. ერთი კვირის წინ, კონცერტის დამთავრებიდან სამ საათში უკვე თვითმფრინავში იჯდნენ და იაპონიაში მიფრინავდნენ, ამის გამო მასთან დალაპარაკება რათქმაუნდა ვერ მოვახერხე და მომავალი 3 თვეც ვერ მოვახერხებ რადგან აზიის ტური უკვე დაიწყო.

არ ვიცი რატომ მაგრამ მის გამო ძალიან ვნერვიულობდი, თუმცა ამის ღირსი არ იყო. ალბათ ეს უბრალოდ ადამიანური გრძნობებია და ღელვა. იმ დღეს ძალიან შემეშინდა და შემეცოდა. მის თვალებში ტკივილის ოკეანე იდგა და ამან ძალიან შემაშინა. ძალიან ბევრი ჭორი დადიოდა კომპანიაში იმის შესახებ თუ რა სჭირდა მას, ზოგი თვლიდა, რომ ეს უბრალო გადაღლილობაა, ზოგიც კი მძიმე დაავადებებს აბრალებდა. მაგრამ რეალურად რა ხდებოდა არავინ იცოდა, მხოლოდ კომპანიის ყველაზე მთავარმა პირებმა.

ერთი ვარსკვლავით მეტიWhere stories live. Discover now