თავი 9

301 27 2
                                    

-მისის მია მიხარია, რომ მოხვედით- მითხრა გრძელი მაგიდის თავში მჯდომმა, დაბალმა ცოტა პუტკუნა კაცმა.

-გამარჯობათ- მივესალმე მე და თავი დავუკარი ყველას ვინც ოთახში იმყოფებოდა.

დაბალი ქალი, რომელიც აქამდე ფეხზე იდგა, მომიახლოვდა და სკამისკენ მიმითითა.

მაგიდასთან დირექტორის მოშორებით დავჯექი, მაღალი 40 წლამდე კაცის წინ.

-მაშ ასე- თქვა ჩემს მარჯვნივ მაგიდის თავში მჯდომმა კაცმა და ფურცლების დასტა მე და შემდეგ იგივე ფურცლების ანალოგი ჩემს წინ მჯდომ კაცს გაუწოდა. კონტრაქტი იყო- მე ბან შიჰიოკი ვარ, ამ კომპანიის დამაარსებელი და დირეკტორი- თქვა და შემდეგ ჩემს წინ კაცისკენ მიმითითა- ეს კი, ჩო ჯიჰიონია, ჩემი მარჯვენა ხელი.

ჯიჰიონს კიდევ ერთხელ თავი დავუკარი და კვლავ ფურცლებს დავხედე.

-როგორც მიხვდი ეს ტრეინის კონტრაქტია. პირველ ფურცელზე შენი მონაცემები უნდა შეავსო, ხოლო მეორე უკვე კონტრაქტის პირობებია, რომლებსაც განვიხილავთ და შესწორებებს შევიტანთ თუ რაიმე არ მოგეწონება- თქვა მან და კალამი გამომიწოდა.

-გასაგებია- ესღა ვუთხარი და ანკეტის შევსება დავიწყე.

წერას, რომ მოვრჩი ფურცელი კვლავ დირექტორს გავუწოდე.

-კარგი, ვფიქრობ დროა კონტრაქტის განხილვა დავიწყოთ.- თქვა და თვალი ფურცელს მოავლო- პირველი პუნქტი, რომელიც არანაირ განხილვას არ ექვემდებარება არის კამპუსში გადასვლა.- მკაცრად თქვა და მე უხერხულად თავი დავუკარი- იმედია გესმის. ეს იმისთვის კეთდება, რომ ჩვენი სტაჟიორების ადგილმდებარეობის და უსაფრთხოების გარანტია გვქონდეს.- გაიღიმა მან და მეც გამგებიანად თავი დავუქნიე.

-მაგ პუნკთთან პრობლემა არ მაქვს- ვთქი და ფურცელს გადავხედე- ტელეფონის ხმარების პუნქტის შეცვლა შეიძლება? არ მინდა დედაჩემთთან კონტაქტი გავწყვიტო- ვთქვი მე და საცოდავი თვალებით გავხედე ჯერ ჯიჰიონს და შემდეგ დირექტორს.

ერთი ვარსკვლავით მეტიWhere stories live. Discover now