რვეული ჩანთაში დავაბრუნე და დამშვიდებულმა დავხუჭე თვალები.

***

დილით როდესაც მომზადებას ვასრულებ და პირველ სართულზე ჩამოვდივარ ვხვდები, რომ სახლში მარტო ვარ.

სამზარეულოში შევდივარ, სადაც მაცივარზე მიკრული წერილი მხვდება.

ბელსს ადრე მომიწია გასვლა, ამიტომ დღეს სკოლაში მარტოს მოგიწევს წამოსვლა.
დანაშაულის გამოსასყიდად მაცივარში ისეთი რამე დაგხვდება, რაც ძალიან მოგეწონება.
                         სიყვარულით ლიამი.

მის მზრუნველობაზე მეღიმება და მაცივრის კარს ფართოდ ვაღებ.
ღიმილი კიდევ უფრო მიფართოვდება, როდესაც რამდენიმე ნაჭერ, ჩემს საყვარელ  შოკოლადის ნამცხვარს ვხედავ.

სასწრაფოდ ვიდუღებ ყავას და მასთან ერთად შევექცევი ამ ღმერთების საჩუქარს.

დღე საკმაოდ კარგად დაიწყო. იმედი მაქვს ბოლომდე ასევე გაგრძელდება.

სახლის კარს ჩემი გასაღებით ვკეტავ და ქუჩას მივუყვები სკოლისაკენ.

რამდენიმე ნაბიჯს ვდგამ თუ არა, მეზობელი სახლის ეზოდან ორი ბიჭი გამოდის.
ერთ-ერთს მოულოდნელობისაგან ვეჯახები და თავს ვეღარ ვიმაგრებ.

დაცემისაგან მისი ნაზი და ამავდროულად ძლიერი მკლავები მაკავებენ.

ზემოთ ვიხედები თუ არა, მის ცასავით უძირო და ოკეანესავით მღელვარე თვალებში ვიძირები.

უნებურად ხელებს ისე მჭიდროდ ვხვევ, თითქოს მეშინია მართლაც არ ჩავიძირო მის თვალებში.

ფეხზე დადგომაში მეხმარება და შეწუხებული გამომეტყველებით მიმზერს.

-ოჰ, იზი მაპატიე, კინაღამ წაგაქციე.  მის მიერ წარმოთქმული ეს სახელი სხვაგვარად ჟღერს და ძალიან მომწონს.

-არაუშავს, თან ჩემი ბრალია. უფრო ყურადღებით უნდა ვყოფილიყავი.  დაბნეული ვიწყებ ბურტყუნს, თან ტანსაცმელს ვისწორებ.

Sunset N.H Where stories live. Discover now