Chapter 2

215 16 6
                                    

დილით გავიღვიძე თუ არა მოვითხოვე, რომ ბინტები მოეხსნათ.

ექიმთან მცირეხნიანი კამათის შემდეგ იგი დამთანხმდა, თუმცა პირობა დამადებინა, რომ თავს კარგად მოვუვლიდი.

****

სარკის წინ ვდგავარ და ვუმზერ სრულიად სხვა ადამიანს.

ძველი მესაგან აღარაფერია დარჩენილი, მხოლოდ თვალები, დედისაგან გამოყოლილი თაფლისფერი თვალები.

ზიზღით ვუყურებ ჩემს ანარეკლს და ვგრძნობ ეს ზიზღი როგორ მაძლიერებს.

-აღარაფერი იქნება ისე, როგორც ადრე, ყველაფერი შეიცვლება. ვუმეორებ ჩემს თავს და ვგრძნობ როგორ იბადება ახალი პიროვნება ჩემში.

******

დემიენის მანქანაში ვზივარ და ჰორიზონტს თვალს არ ვაშორებ, ზუსტად ვიცი ამ გზას სადაც მივყავართ, თუმცა ვაცდი დემიანს როდის დაიწყებს საუბარს და ყველაფრის ახსნას.

ბოლოს ღრმად ამოისუნთქა და როგორციქნა დუმილი დაარღვია.

-ბელს... ვიცი ეს აზრი არ მოგეწონება, მაგრამ სხვა გზა არ არის. ნიუ იორკში ვეღარ დარჩები, საერთოდ აშშ-ს უნდა მოშორდე. ჩერდება და ჩემს რეაქციას ელოდება.

-ვიცი დემიენ და წინააღმდეგობის გაწევას არ ვაპირებ, თანაც ჩემთვის უკვე აზრი ყველაფერმა დაკარგა. მშვიდად ვპასუხობ.

-გთხოვ ამას ნუ ამბობ ძვირფასო. სანამ შენი ფილტვები ჟანგბადით ივსება ხელი არაფერზე არ უნდა ჩაიქნიო.

-ნუ ღელავ, სისულელის ჩადენას არ ვაპირებ, დედაჩემს დავპირდი, რომ ცხოვრებას გავაგრძელებდი და ახლა ამას შენც გპირდები.

იგი თბილად მიღიმის, როგორც ჩანს ჩემმა სიტყვებმა დაამშვიდა.

ცოტახანში საუბარს კვლავ აგრძელებს.

-ჩემი და ხომ გახსოვს, კარენი?

-რათქმაუნდა, ის ხომ ლიამის დედაა.

-ზუსტად, მე დედაშენი და კარენი საუკეთესო მეგობრები ვიყავით, ამიტომ ჩვენ ორივეს ისე გვიყვარხარ როგორც საკუთარი დიშვილი. ცოტა ხნის წინ მას ვესაუბრე და კარგი იდეა შემომთავაზა, მას უნდა, რომ მათთან იცხოვრო ლონდონში, როგორც მისმა ძმიშვილმა და ლიამის ბიძაშვილმა, იქ უსაფრთხოდ იქნები და მეც დავმშვიდდები.

Sunset N.H Where stories live. Discover now