არ ვიცი რა მემართება, რადგან მართლაც ძლივს ვაღებ კარს, თუ შეიძლება ამას კვლავ ეწოდოს კარი და ამ ლითონის გროვას ვშორდები.

გადმოხტომისას ინერციით კვლავ ქვემოთ დავგორდი. ვგრძნობდი თითოეულ ქვას თუ მიწის გოროხს, რომელიც ეხებოდა ჩემს სხეულს და დაუნდობლად ასახიჩრებდა მას.

ბოლოს როდესაც მეგონა, რომ ტკივილს ვეღარ გავუძლებდი და გონებას დავკარგავდი, სწორედ მაშინ შევწყვიტე მოძრაობა.

რამოდენიმე წამი მიწაზე განთხმული ვცდილობდი მოსულიერებას, თუმცა თვალზე უკვე ბინდი გადამკვროდა და ძლივსღა ვარჩევდი ირგვლივ საგნებს.

ფეხზე წამოდგომა ვცადე, თუმცა რათქმაუნდა ვერ მოვახერხე, ამიტომ ხოხვით დავიწყე მოძრაობა ჩემგან ოციოდე მეტრის დაშორებით 'მდგარ' ავტომობილისაკენ, დედას უნდა დავხმარებოდი, თუმცა აქ დავუშვი საბედისწერო შეწდომა, მანქანა აფეთქდა, აფეთქების ტალღამ კი ჩემამდე მოაღწია და საბოლოოდ დამცა.

იზაბელა ჯოუნსი აღარ არსებობს, იზაბელა ჯოუნსი მოკვდა.

*****

ირგვლივ ყველაფერი კვლავ შავია, იმ განსხვავებით, რომ ახლა ყველგან აუტანელ ტკივილს ვგრძნობ, განსაკუთრებით თავი მტკივა.

ნელ-ნელა ქუთუთოებიდან სიმძიმე მეხსნება და დიდი ძალისხმევის შედეგად თვალებს ვახელ.

ირგვლივ ყველაფერი ისეთი თეთრია, რომ თვალებს მჭრის და თავბრუ მეხვევა.

თანდათან თავის ტკივილი ისეთი გაუსაძლისი ხდება, რომ სხვა ყველა ტკივილს მავიწყებს და იძულებულს მხდის ბოლო ხმაზე ვიკივლო.

ხმაურზე ოთახში თეთრებში ჩაცმული მამაკაცი შემოდის და ვენაში ნევსს მიკეთებს.

ყველაფერი კვლავ შავ ფერში იმოსება და ტკივილიც თანდათან მშორდება.

*****

კვლავ ვახელ თვალებს.

ერთადერთი კითხვა მიტრიალებს თავში, ნუთუ ცოცხალი ვარ?

Sunset N.H Where stories live. Discover now