28. შეყვარებული სოკჯინი

275 17 3
                                    

წარმოვიდგინოთ, როგორი იქნებოდა შეყვარებული სოკჯინი.

-----------

ჯინი ძალიან მხიარული და რომანტიკული შეყვარებულია. ის ცდილობს პაემნებზე ისეთ ადგილებში წაგიყვანოს, როგორებიცაა კინოთეატრი, კაფე, ქალაქგარეთ ბუნება და ატრაკციონების პარკი.

თუ შეგცივდება, საკუთარ ქურთუკს ან ჟაკეტს იხდის და გაცვამს. როცა აღელდები და ჰკითხავ, სცივა თუარა, გეუბნება, რომ არ სცივა და თან ხუმრობს, რათა დაგავიწყოს ნერვიულობა.

-რა ჰქვია ფრთებიან ვირთხას?
-არ ვიცი.
-ფხა 😂 გაიგე? ფრთა და ვირთხა, ფხა 😂 (იცინის ისტერიულად)
-....

ის არ გაძლევს ხოლმე საშუალებას დაღლილობაზე დაიწუწუნო და ხელჩაკიდებული ჯიუტად დაგათრევს აქეთ-იქით.

-რამ დაგღალა? ახლა არ გამოვედით?

ხანდახან ჩაირთვება და შენზე მეტს წუწუნებს, ვიდრე მის გასაჩუმებლად არ იტყვი, რომ სულაც არ დაღლილხარ და ჯერ კიდევ ენერგიულად ხარ.

ის ხშირად გამოთქვამს ხოლმე პატარ-პატარა პრეტენზიებს შენს მიმართ, მაგრამ მორცხვად და ხუმრობით, რათა არ გაწყენინოს. ძირითადად არ მოსწონს თუნდაც ძალიან მოკლე კაბა ან შორტები რომ გაცვია და ყველა გამვლელი შენს ფეხებს უყურებს.

-მოკლე კაბა რომ ჩაგიიიცვაამს, მოუმატე სიგრძესაააო, მამაშენი ვერსად ნაახავს, ჩემისთანა სიძესააო... (წარმოიდგინე რაღაც ამ სტილის შაირი, მაგრამ კორეულად.)

ჯინი ერთგულია და სულაც რომ არ ეჭვიანობდე, მაინც ხშირად გახსენებს რამდენად უყვარხარ და ხშირად გიმეორებს, რომ შენი ერთგულია.

ჯინს უყვარს, როცა მას ყურადღებას აქცევ ხოლმე. თუ შენზე უმიზეზოდ გაბუტულია, შესაძლოა დღეს უბრალოდ დაგავიწყდა მისთვის კომპლიმენტი გეთქვა.

სხვათა შორის ხანდახან ჯინი საჭმელსაც გიმზადებს. ყველაზე ხშირად ეს მაშინ ხდება, როცა მასზე გაბრაზებული ხარ.

-მოდი ასე შევთანხმდეთ. თუ ეს ტოკპოკი მოგეწონა, მაპატიებ. თუარ მოგეწონა, მაინც მაპატიებ. (იცინის ისტერიულად)

მისი სიცილი სამყაროში ყველას და ყველაფერს გავიწყებს.

ძირითადად ჯინი ნაწყენი თუა, ამას მაშინვე გებულობ. არ გიმალავს და პირდაპირ გეუბნება, თანაც მაშინ, როცა მარტო რჩებით.

შეხება, ჩახუტება, კოცნა და ყველანაირი სიახლოვე დამოკიდებულია ჯინის ხასიათზე. ხანდახან წურბელასავით გეკრობა და ვერ იშორებ, ხანდახან კი გადაღლილი თუა არ გიკარებს. შენ როგორც წესი არ უნაწყენდები და დივანზე წამოწოლილს ზურგზე მასაჟს უკეთებ, რაც ბოლოს მაინც ჩახუტებით მთავრდება.

მას იმიტომ მოსწონხარ, რომ არ ხარ მასზე დამოკიდებული და ძლიერი ხასიათი გაქვს. უყვარს, როცა ჯგუფის წევრებს ეტრაბახება როგორი დამოუკიდებელი და შრომისმოყვარე შეყვარებული ჰყავს. ასევე სიამოვნებს მათი ერთგვარი "შურიანი" წამოძახილები. შენით ამაყობს.

ჯინისთვის მხოლოდ შეყვარებული არ ხარ. ის თქვენს ურთიერთობას სერიოზულად უყურებს და თუ შეგიყვარა, ესე იგი მისთვის პოტენციური საცოლეც ხარ.

--------
ამით დასრულდა შეყვარებული ბითიესის სერია და ვეცდები .ალე რეაქციები და ფაქტებიც გავაგრძელო. 👌🏼

BTS - Imagines & ReactionsWhere stories live. Discover now