21. JIN - ფაქტები

924 29 29
                                    

პროფაილი

სახელი: კიმ სოკჯინი (김석진)

დაბადების თარიღი: 04/12/92

სისხლის ჯგუფი: O (პირველი)

სიმაღლე: 179 სმ

დაბადების ადგილი: გვაჩონი, გიონგის პროვინცია, სამხრეთ კორეა.

ფაქტები

1. ჯინი სკოლაში ჩუმი ბავშვი იყო და ყოველთვის მარტო ჭამდა. მისი თქმით, ხმაურიანი სიტუაციები არ უყვარს.

2. ბავშვობაში დეტექტივობა უნდოდა. ახლაც გაოცებულია იმით, როგორ გახდა მომღერალი, როცა კორეაში საუკეთესო დეტექტივობაზე ოცნებობდა.

3. დებიუტამდე ჯინს კარგად აღზრილი მაკნეს იმიჯი ჰქონდა.

4. მისი საყვარელი ფერი ვარდისფერი იყო, მაგრამ ბოლო დროს ცისფერია. საყვარელი ციფრი კი - 4.

5. მისი საყვარელი საჭმელებია ლობსტერი, ხორცი, ნენმიონი (nengmyun), ქათამი და ყველაფერი შემწვარი.

6. ჯინს განსაკუთრებულად უყვარს მარიო და მისი ფიგურების კოლექციაც აქვს.

7. მისი საყვარელი სეზონი შემოდგომაა.

8. ჯგუფის დანარჩენი წევრების თქმით, ჯინი საათობით ესაუბრება ხოლმე ტელეფონით დედას.

9. ჯინს ძალიან უყვარს ცხოველები, განსაკუთრებით ძაღლები.

10. ის რთულად იმახსოვრებს საცეკვაო მოძრაობებს, თუმცა თეჰიონი და ჰოსოკი ხშირად ეხმარებიან მას.

11. ჯინი და ჯიმინი ხშირად ერთად ვარჯიშობენ.

12. მას საკუთარ თავში ყველაზე მეტად სავსე ტუჩები მოსწონს.

13. ჯინი და თეჰიონი ერთად უყურებენ ხოლმე ანიმეებს.

14. ოდესღაც ჯინი ისეთ დიეტაზე იყო, რომლის დროსაც მხოლოდ ქათმის მოხარშული მკერდით იკვებებოდა თითქმის 1 წლის განმავლობაში.

15. როცა ჯინს შია, მარცხენა თვალი უთამაშებს ხოლმე.

16. ჯინს უყვარს საჭმელების მზადება და ახალი რეცეპტების ცდა. როგორც კი რამე ახალს მოამზადებს, პირველად ჰოსოკს ასინჯებს.

BTS - Imagines & ReactionsWhere stories live. Discover now