7. BTS-ის რეაქცია, როცა პირველად ამზადებ კორეულ საჭმელს.

1K 65 4
                                    


სოკჯინი

როგორც კი საჭმელად სხდებით მაგიდასთან, ამჩნევს შენს ნერვიულობას. ფრთხილად სინჯავს საჭმელს, მერე კი ერთბაშად დიდ ლუკმებს იდებს პირში. დაღეჭვასაც ვერ ასწრებს წესიერად, პარალელურად კი გადაჭარბებულ ხმებს გამოსცემს და შესაფერის სახის გამომეტყველებას ღებულობს.

"აუ რა მაგარი ხარ... მმმმ... დედაჩემიც კი ვერ აკეთებს ასეთ გემრიელ ტოპპოკის."

"ვიცი, რომ მატყუებ... მაგრამ იმედია ძალიან საშინელიც არაა."

ფრთხილად სინჯავ და ხვდები, რომ ცოტა მარილიანი მოგსვლია... სანამ რამეს იტყვი, თავად გასწრებს.

"მისმინე, მე მომწონს. მთავარია მე მომწონს, გაიგე? განა ჩემთვის არ მოამზადე?"

ისე სასაცილოდ ამბობს ამ ყველაფერს სავსე პირით, რომ სიცილი გიტყდება.

"გპირდები, სხვა დროს ნაკლებ მარილს ვუზამ."

"ბარემ სხვა დროც თუ იქნება, საერთოდ ნუ უზამ მარილს და თავად დავუმატებ."

ახლა უკვე ერთად იცინით და ჭამას აგრძელებთ.

იუნგი

ძალიან ეცადა არ ეგრძნობინებინა შენთვის, რომ არ მოსწონდა, მაგრამ სახის გამომეტყველებას ვერაფერს უხერხებდა.

"თუ არ მოგწონს, ნუ შეჭამ. რამე შევუკვეთოთ."

"არა, იყოს..."

"იუნგი."

კიდევ ერთ ლუკმას იდებს და კვლავ უკმაყოფილო გამომეტყველებით ღეჭავს.

"იცი რა? გადავიფიქრე. ეს ნაგავი გადავყაროთ და რამე შევუკვეთოთ. ხვალ კი ერთად წავალთ და კულინარიის კურსებზე ჩაგწერ."

მისი სიტყვები არ გწყინს, რადგან ის ყოველთვის ასეთი გულახდილია და ეს მასში მოგწონს. სიცილით დგები და ტელეფონს იღებ.

"ქათმის ჩხირები შევუკვეთო თუ პიცა?"

"ორივე."

სანამ შეკვეთა მოდის, მაგიდის ალაგებაში გეხმარება და ამ დღეს კიდევ დიდი ხანი გახსენებს. განსაკუთრებით დანარჩენი ბიჭების თანდასწრებით.

BTS - Imagines & ReactionsOpowieści tętniące życiem. Odkryj je teraz