9. BTS-ის რეაქცია, როცა მათი შიშველი სხეულის დახატვა გინდა.

1.1K 67 16
                                    


სოკჯინი

ყურებს არ უჯერებდა, როცა უთხარი, რომ შენთვის შიშველს ეპოზიორა.

"მთლიანად შიშველი?"

"ჰო ჯინ, მთლიანად შიშველი უნდა წამოგორდე აი იმ დივანზე. ასეთი დავალება მაქვს შესასრულებელი აკადემიისთვის. შიშველი ნატურა მჭირდება."

გაფართოებულ თვალებს სწრაფად ახამხამებდა და გაოცებული გიყურებდა.

"მესმის, რომ ძალიან სიმპატიური ვარ და ჩემი გაშიშვლება გინდა... მაგრამ დახატვა? ეგ რა ფეტიშია?"

ბოლომდე გეწინააღმდეგებოდა.

"კარგი, ჯონგუკს ვთხოვ მაშინ. ასე გირჩევნია?"

როცა კარისკენ წახვედი, მაჯაში ჩაგავლო ხელი და შეგაჩერა.

"არ გაბედო. მოვრიგდეთ."

ბოლოს იმაზე თანხმდებით, რომ ტრუსს მაინც ჩაისვამს. თუმცა არ იცის, რომ იმ ადგილს, რომლის დაფარვასაც ცდილობდა მაინც მიახატავ თავად... მეხსიერებიდან.

იუნგი

ოთახში იჯდა და სიმღერაზე მუშაობდა, როცა სთხოვე გაეხადა.

"კარგი. მაგრამ საძინებელში გავიდეთ. საწოლი უფრო რბილია."

"რა საწოლი? დაგხატო უნდა."

შენს ხელში სახატავ რვეულს მოჰკრა თვალი და არ იცოდა რა ეთქვა. ბოლომდე სჯეროდა, რომ ეხუმრებოდი. აუხსენი, რომ შიშველი სხეულის დახატვა გქონდა დავალებად და დაპირდი, რომ თავს არ მიახატავდი, რადგან მხოლოდ სხეული გჭირდებოდა.

"მისმინე. მესმის, რომ ძალიან გიზიდავს ჩემი სხეული და არ ვარ წინააღმდეგი უყურო ხოლმე, მაგრამ დახატვა რა გარყვნილებაა? დაივიწყე."

როგორ არ ეცადე მის გადარწმუნებას, მაგრამ ვერ დაითანხმე.

ჰოსოკი

"ჰობი, შეგიძლია ტანზე გაიხადო?..."

ბოლომდე დამთავრებული არ გქონდა სათქმელი, რომ მაშინვე გახდა დაიწყო. გაშეშდა, როცა სიტყვა დაასრულე.

BTS - Imagines & ReactionsWhere stories live. Discover now