25. შეყვარებული ჰოსოკი

242 19 0
                                    

წარმოვიდგინოთ, როგორი იქნებოდა შეყვარებული ჰოსოკი.

------------

სანამ ჰობი და შენ ოფიციალურად შეყვარებულები გახდებოდით, თქვენ მეგობრები იყავით. ხშირად ატარებდით ერთად დროს. მერე კი თქვენი სიახლოვე სიყვარულში გადაიზარდა.

ის უმეტესად არაა რომანტიკული და შენ გიწევს მისთვის სიურპრიზების კეთებაც და სანთლებიანი ვახშმების მოწყობაც, თუმცა მცდელობებს გიფასებს.

ჰობი ხშირად ცეკვავს, მათ შორის უადგილო ადგილასაც კი. ხანდახან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ხანდახან კი პირდაპირ მისაღებ ოთახში ფილმის ყურებისას.

-ჰობი, კარგი რააა. ყველა ჩვენ გვიყურებს... 😳
-გვიყურონ. დაინახონ, როგორი ბედნიერი ვარ. შენც მეცეკვე, მოდი ❤

მისი სიცილი გადამდებია. თუ შეგამჩნია, რომ ცუდ ხასიათზე ხარ და მიზეზი ნამდვილად სერიოზულია, მოგისმენს. მაგრამ უბრალო რაღაცის გამო თუ იტანჯავ თავს, არ მოგასვენებს და 'შეგიღუტუნებს' კიდეც თუ საჭიროა შენს ხასიათზე მოსაყვანად.

თქვენთვის პაემანი ყველგანაა, სადაც ორნი ხართ. ეს შეიძლება იყოს სახლი, კინოთეატრი, კაფე, პიკნიკი ბუნებაში ან თუნდაც გასეირნება ბუსანის სანაპიროზე.

ჰობი არ ერიდება შენთან შეხებას და ჩახუტებას, მაგრამ ხალხის თანდასწრებით არ გაკოცებს. ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, როცა მარტონი იქნებით.

ის ხშირად გეხუტება ხალხის თანდასწრებით. ხანდახან ცდილობ ხელი კრა, მაგრამ უარესად გეკრობა. მის ნაცვლად შენ გრცხვენია ხოლმე.

-აუუ ჰოსოკ, ყურადღებას ვიქცევთ, ხომ ხედავ?
-ჩემი გოგო გაბრაზდა? მოდი ჩაგეხუტო. (ეგიო, ეგიო და ბევრი ეგიო). 😚😚

თუ ჰობი ნაწყენია, ან ცუდ ხასიათზეა, შენთან ამას არ შეიმჩნევს. თუმცა შენ მაინც არჩევ მის ყალბ ღიმილს ნამდვილისაგან.

-შენ ვერაფერს გამოგაპარებს ადამიანი რა... 👌
-მორჩი ბუზღუნს. მომიყევი რა გჭირს ❤

იმ შემთხვევაში, თუ სერიოზულად წაიჩხუბეთ, შენიშვნასაც მოგცემს და დაგიყვირებს კიდეც. თუმცა მისი აფექტი დიდხანს არ გაგრძელდება. დამნაშავეც რომ არ იყოს, მაინც მოგიხდის ბოდიშს და ჩაგეხუტება. რა თქმა უნდა ყველაფერს პატიობ და ის ისევ ისეთი მხიარული, ფუმფულა ჰობიკუნა ხდება.

შენი დაკარგვის ეშინია და ხშირად გეკითხება გიყვარს თუარა. შენ თითქოს გბეზრდება იმის მუდმივი გამეორება, რომ ყველაზე მეტად გიყვარს ამქვეყნად და შენი მზის სხივია, თუმცა საოცრად გიზიდავს მისი რეაქცია, როცა ეს შენგან ესმის.

ჰობი ხშირად უყვება შენს შესახებ ჯგუფის სხვა წევრებს და ყველა შესაფერის მომენტში გახსენებს.

-ჰიონ, დამშვიდდი. გასეგებია, რომ გიყვარს...
-ჯიმინ, შენ არ გესმის როგორ გამიმართლა. ის ისეთი მშვიდი და გაწონასწორებულია, რომ მის გვერდით მეც ვმშვიდდები.

ის ყველაფერში გიჭერს მხარს, რამდენად გიჟური იდეაც არ უნდა დაგებადოს.

-გგონია ჩემგან ინჟინერი გამოვა?
-აბა რა. ოდესმე კოსმოსურ ხომალდს ააგებ და ერთად გავფრინდებით მთვარეზე. 😍
-აუ, ჰობიიიი... ეგ არ მიგულისხმია... 😂😂

ხშირად გახსენებს როგორ უყვარხარ და წუხს ხშირად რომ ვერ გეუბნება კომპლიმენტებს.

-ხომ იცი, ყველა კომპლიმენტს იმსახურებ დედამიწის ზურგზე... უბრალოდ, შეჩვეული არ ვარ. :(
-არაუშავს. ❤ ვიცი როგორ ძალიან გიყვარვარ ❤

ძალიან მოსწონს დამღლელი დღის მერე შენთან ერთად დროის გატარება. ხშირად დივანზე, ტელევიზორის ყურებისას, შენს კალთაში დადებული თავით ჩასძინებია. 😋😌

BTS - Imagines & ReactionsOnde histórias criam vida. Descubra agora