19. BTS-ის რეაქცია, როცა თქვენი ურთიერთობა გასაჯაროვდება.

1K 59 12
                                    

სოკჯინი

თვალებს არ უჯერებდა, როცა ინტერნეტში სტატიაზე დართული თქვენი საერთო ფოტო ნახა საზიზღარი კომენტარებით ფანებისაგან. ყველაზე დიდი დარტყმა მისთვის ის აღმოჩნდა, რომ ამის შესახებ წინა დღიდან მოყოლებული იცოდი, მაგრამ არ იმჩნევდი და ფართოდ იღიმოდი მის წინაშე.

"ძალიან ვწუხვარ. არ მინდოდა ჩვენს სოყვარულს ასეთი ტკივილი მოეყენებინა შენთვის."

"არა, მართლა კარგად ვარ. ვიდრე შენ გვერდით მყავხარ, სულერთია რამდენი ადამიანია ჩემს წინააღდეგ."

თვალებზე ცრემლები ადგება და ძლერად გეხუტება.

"არ შეხვიდე ინტერნეტში და აღარც არაფერი წაიკითხო იქ. მთავარი ისაა, რომ მიყვარხარ და შენს დასაცავად ყველაფერს გავაკეთებ."

"ვიცი, და მაგიტომაც მიყვარხარ... ოღონდ ასე ძლიერად ნუ მიჭერ ხელს, ვეღარ ვსუნთქავ."

შენს სიტყვებზე ორივეს გეცინებათ, მერე კი ჯინი შენთვის სადილს ამზადებს და გიბრაზდება, როცა ცდილობ დაეხმარო.

იუნგი

იუნგისთვის სიურპრიზი არ ყოფილა რეაქცია, რომელიც მოჰყვა თქვენი ერთად ყოფნის შესახებ დაწერილ სტატიას. ძალიან მტკივნეული იყო იმ ყველაფრის წაკითხვა, რაც ჯერ თავად სტატიაში ეწერა, მერე კი კომენტარებში.

"იუნგი, რას აკეთებ?"

ვერც კი შეამჩნია როგორ შეხვედი სტუდიაში. ტელეფონი გვერდით გადადო, რომ არ დაგენახა რასაც აკეთებდა. მერე კი წამოდგა და ჩაგეხუტა.

"ხომ იცი, რომ ძალიან მიყვარხარ?"

"მეც მიყვარხარ. რამე მოხდა?"

იუნგი არც ისე ხშირად ამბობდა ასეთ სიტყვებს. უმეტესად თავის გრძნობებს სხვანაირად გამოხატავდა. დაეჭვდი, მაგრამ უარყოფის ნიშნად თავი გააქნია.

"აქ მოსვლამდე ინტერნეტში ხომ არ შესულხარ?"

ხვდები რატომაც გისვამს ამ კითხვას და ისიც იცი, რომ აშკარად განიცდის, ამიტომ ატყუებ, რადგან დღეს მთელი დღის ერთად გატარებას გეგმავდით და ამ დღის გაფუჭება არ გინდა.

BTS - Imagines & ReactionsWhere stories live. Discover now