18. BTS-ის რეაქცია, როცა სხვა ბიჭთან დაგინახავენ.

1.1K 66 12
                                    


სოკჯინი

შორიდან მოგკრა თვალი, როცა ვიღაც ბიჭს ესაუბრებოდი და საკმაო ხანი გიყურებდათ. როცა ბიჭმა მხარზე დაგადო ხელი და ორივემ გაიცინეთ, ვეღარ მოითმინა და მოგიახლოვდა.

"აი, შენი სიმპატიური შეყვარებულიც მოვიდა. შენს მეგობარს არ გამაცნობ?"

წელზე მოგხვია ხელი და თავისკენ მიგიზიდა, თან მზერით ხვრეტდა მის წინ მდგარ ბიჭს.

"ჯინ, გაიცანი, ეს ჩემი დაქალის შეყვარებულია. ეს კი ჩემი შეყვარებულია, სოკჯინი."

"დაქალის შეყვარებული?"

გაოცებული გიყურებს, მერე კი ეცინება და თავზე გისვამს ხელს. ცოტა სცხვენია კიდეც მისი ბავშვური საქციელის გამო და ცდილობს არ შენიშნო, რომ იეჭვიანა. რა თქმა უნდა ამჩნევ ამას და მეგობრის წასვლის მერე არ ასვენებ.

"იეჭვიანე?"

"რა თქმა უნდა არა. მე ხომ მასზე ასჯერ უფრო მიმზიდველი ვარ."

იუნგი

იუნგი მაღაზიაში შევიდა და გარეთ ელოდებოდი, როცა კურსელს შეხვდი შემთხვევით და მიესალმე. მაღაზიის მინებიდან იუნგიმ შენიშნა, როგორ გადაეხვიე ვიღაც ბიჭს და ლოყაზეც აკოცე. სულ დაავიწყდა რისთვის იყო შესული და მაშინვე გამოვიდა მაღაზიიდან.

"მისმინე, ვერ ვიპოვე და იქნებ შემომყვე?"

"კონსულტანტები არ ჰყავთ?"

"დაკავებულები არიან."

მეგობარს დაემშვიდობე და იუნგის შეჰყევი მაღაზიაში. საჭირო განყოფილებასთან როცა მიხვედით, სამი კონსულტანტი მოგიახლოვდათ.

"აბა დაკავებულები არიანო?"

კეფა მოიფხანა, როგორც სჩვევია, მერე კი შემოგხედა და მხრები აიჩეჩა.

"ალბათ გათავისუფლდნენ."

"ოხ, იუნგი..."

ჰოსოკი

ჰობი შენთან შესახვედრად მოდიოდა, მაგრამ როცა დანიშნულების ადგილს მოუახლოვდა, იქ სხვა ბიჭთან ერთად იდექი, რომლის მარჯვენა ხელიც ორივე ხელით გეჭირა და თბილად უღიმოდი. ჰობი მოგიახლოვდათ და ხმამაღლა ჩაახველა, მერე კი გაგიღიმათ. მაშინვე ხელი გაუშვი ბიჭს და ხელი ჩაჰკიდე ჰობის.

BTS - Imagines & ReactionsWhere stories live. Discover now