2. BTS-ის რეაქცია, როცა გაიგებენ, რომ არასრულწლოვანი ხარ.

1.2K 81 1
                                    


სოკჯინი

ოთახში აღელვებული შეხვედი და ჯინის წინ ნერვულად ისრესდი ხელებს... რამოდენიმეჯერ გკითხა რაში იყო საქმე და ბოლოს შენგან პასუხიც მიიღო.

"შენთვის ასაკი არ მითქვამს აქამდე... სკოლაში ვსწავლობ."

ამ სიტყვების თქმასთან ერთად თავი დახარე. ჯინი თავიდან შოკში იყო, რადგან ამას არ ელოდა, შენ ხომ არც ვიზუალურად და არც აზროვნებით არ ჰგავდი არასრულწლივანს. მერე კი მოგიახლოვდა და ხელები მხრევზე ნაზად დაგადო.

"მისმინე. ძალიან მიყვარხარ და შენ ეს იცი, უბრალოდ არ მინდა ამ ურთიერთობამ რომელიმეს ზიანი მოგვაყენოს. თან არ მინდა ან შენ ან ჯგუფის დანარჩენ წევრებს ასე მოგექცეთ. შენს მე-19 დაბადების დღეს დაველოდოთ და ერთად ავღნიშნოთ გრანდიოზულად, მანამდე კი ვიმეგობროთ, კარგი?"

სიტუაციის განსამუხტად ლოყაზე გჩქმეტს და წყვეტს გაგამხიარულოს.

"რა ჰქვია ორ გოჭს?"

"არ ვიცი."

"ღორი."

ფანჯრის წმენდის ხმაზე იცინის და შენც ვერ იკავებ თავს.

იუნგი

მასთან სტუდიაში შედიხარ ფრთხილი ნაბიჯებით და მის გვერდით სკამზე მძიმედ ეშვები. გამჩნევს, ყურსასმენებს იხსნის და შენსკენ ტრიალდება.

"იუნგი... მინდოდა ამის სათქმელად უფრო შესაფერისი დრო შემერჩია, მაგრამ გადავწყვიტე, რაც მალე გეტყოდი, უკეთესი იქნებოდა."

"ნუ მაშინებ, რა მოხდა?"

"მე... გახსოვს გითხარი 9-დან 3-მდე არ მცალია ხოლმე, უნივერსიტეტში ვსწავლობ მეთქი? სინამდვიკეში სკოლის მოსწავლე ვარ..."

გაოცებულია და ცდილობს შენი ნათქვამი გადახარშოს. თავს ხრი და ის ამჩნევს, რომ აშკარად აღელვებული ხარ.

"ეს არ ცვლის ჩემს გრძნობებს შენდამი, რადგან შენში თავიდანვე ზრდასრულ და მიზანდასახულ გოგონას ვხედავდი. უბრალოდ უკეთესი იქნებოდა ეს თავიდანვე მცოდნოდა. მიყვარხარ და რამდენიც საჭირო იქნება, იმდენ წელს დაგელოდები. შენთან ურთიერთობას არ ვწყვეტ, უბრალოდ დღეიდან რაღაც დროით მეგობრების სტატუსი გვექნება."

BTS - Imagines & ReactionsWhere stories live. Discover now