13. ძილის დამბლა (Jimin Imagine)

812 50 7
                                    

ღამე იყო და ჯიმინის მკლავებში მშვიდად გეძინა. როგორც იქნა უძინარი ღამეები პროფესიულ გამოცდებთან ერთად დამთავრდა და ახლა დასვენება შეგეძლო.

უეცრად რატომღაც გაგეღვიძა... ან იქნებ არც... ყველაფერს ხედავდი და ჯიმინის სუნთქვაც გესმოდა, მაგრამ თითსაც კი ვერ ანძრევდი, თითქოს პარალიზებული იყავი. შენი გონება პანიკამ მოიცვა და თვალებს აქეთ იქით ნერვულად აცეცებდი, ვიდრე რაღაც გაურკვეველ ჩრდილს არ მოჰკარი თვალი, რომელიც ნელნელა ჯიმინს უახლოვდებოდა. შიშისგან სუნთქვა შეგეკრა. რამოდენიმე წამი რამოდენიმე საათად გადაიქცა. ერთადერთი, რაც შეძელი, იყო ჯიმინისთვის ძლიერად მოგეჭირა ის ხელი, რომლითაც მისი ხელი გეკავა.

ჯიმინს გამოეღვიძა, მაგრამ ვერ მიხვდა რაში იყო საქმე. ხელი გვერდით გადაჰყო, ჩამრთველს მისწვდა და ოთახში შუქი ჩართო.

"კარგად ხარ? რამე გტკივა?"

ჯიმინის აღელვებულმა ხმამ აზრზე მოგიყვანა. სუნთქვა განაახლე და კვლავ მოავლე თვალი ოთახს. არავინ იყო. ჯიმინს ხელი გაუშვი და წამოდექი. როგორც იქნა სხეული დაგემორჩილა.

ცახცახებდი და შეშინებული უყურებდი ჯიმინს, ის კი კვლავ გეკითხებოდა რაში იყო საქმე.

"ჯიმინ... არ ვიცი მესიზმრა თუ არა... ოთახში ვიღაც იყო... ჩვენსკენ მოდიოდა... მე კი... მე..."

სიტყვები ლოყებზე დაგორებულმა ცრემლებმა და ყელში გაჩხერილმა 'ბურთმა' შეგაწყვეტინეს.

"ყველაფერი კარგადაა. არ იტირო."

ჯიმინმა ხელები მოგხვია და თავიასენ მიგიზიდა. მისი ჩახუტება ასეთი სასიამოვნო და ასეთი თბილი მანამ არასდროს ყოფილა. იმ მომენტში თავს ისე გრძნობდი, თითქოს ცხოვრებაში პირველად გეხუტებოდა.

"ვერ ვინძრეოდი... ვერც ვყვიროდი... რა მჭირდა არ ვიცი... სიზმარსაც არ ჰგავდა... რეალური იყო."

ძლივს დაასრულე სათქმელი და შენც ძლიერად მოხვიე ჯიმინს ხელები. ჯიმინმა უცებ გაანალიზა მომხდარი, მაგრამ შენი შეშინება არ უნდოდა, ამიტომ შუქი ჩააქრო და კვლავ ბალიშს დაუბრუნეთ თავები.

"ცუდი სიზმარი იყო ალბათ. ყველაფერი კარგადაა. მე შენს გვერდით ვარ."

ჯიმინის სიტყვებმა დაგამშვიდა და მშვიდად დაიძინე. სამაგიეროდ ჯიმინს აღარ დაეძინა. ტელეფონი აიღო და ყველანაირი ინფორმაცია მოიძია ძილის დამბლის შესახებ.

'Sleep Paralysis - მდგომარეობა, როცა ადამიანის ტვინს ღვიძავს, სხეულს კი არა. ამ დროს ადამიანი სრულად იაზრებს რა ხდება მის გარშემო, მაგრამ ყველანაირი ქმედებისგან შეზღუდულია, რადგან ორგანიზმში ყველა კუნთი გათიშულია. ამ დროს ხშირად ვითარდება პანიკა, ჰალუცინაცია და სხვა სახის ნერვული დარღვევები. ამ მდგომარეობის გამომწვევი მიზეზი უმეტესად ძილის დარღვევა ან წარსულში გადატანილი ფსიქოლოგიური ტრავმაა. ძირითადად მდგომარეობა რამოდენიმე წამიდან რამოდენიმე წუთამდე გრძელდება და ის არაა საშიში ფიზიკური ჯანმრთელობისთვის.'

ცოტა შეშინებულმა გადმოგხედა მძინარეს და ეცადა წაემოედგინა რა საშინელება გადაიტანე ცოტა ხნის წინ. კვლავ მოგეხვია და ბოლოს, როგორც იქნა, მასაც ჩაეძინა.

---------------------
ეს მოკლე იმეჯინი მქონდა შემონახული ტელეფონში და გადავეყვიტე ამ კოლექციას შევმატო, რადგან ძილის დამბლა მეც გადამიტანია რამდენჯერმე და მსიამოვნებს იმის წარმოდგენა, რას იზამდა ჯიმინი, ჩემს გვერდით რომ ყოფილიყო. იმედი მაქვს თქვენ მსგავს საშინელებას არასოდეს გადაოტანთ, თუმცა მაინც ეცადეთ წარმოიდგინოთ სიტუაცია. გამიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებებიც.

BTS - Imagines & ReactionsWhere stories live. Discover now