17. BTS გეხმარება სწავლაში.

888 62 12
                                    


სოკჯინი

სთხოვე ცოტა ხნით ხელი არ შეეშალა, რადგან დავალებები გქონდა დასაწერი, ამიტომ ტელეფონი მოიმარჯვა და შორიახლოს ჩამოჯდა დივანზე. ნერვულად ისრესდი ცალი ხელით თავს, მეორეთი კი კალმის თავით რვეულზე აკაკუნებდი. ვეღარ მოითმინა და მოგიახლოვდა.

"ხომ არ დაგეხმარო?"

"შენ? დარწმუნებული ხარ? მათემატიკას ვწერ."

"სკოლაში ცუდად არ ვსწავლობდი. ვცდი."

"კარგი. ტრიგონომეტრიულ განტოლებას ვხსნიდი."

"რას? განტოლებამდე სიტყვა ვერ გავიგონე."

"ტრიგონომეტრია?"

"ჰო აი ეგ. რა არის, იჭმება?"

სიცილი აგიტყდა, წამოდექი და თბილად ჩაეხუტე.

"გადაჯექი, წერას დავამთავრებ და რამეს მოგიმზადებ, ვჭამოთ. ტრიგონომეტრია უგემურია."

მასაც ეცინება და ისევ უბრუნდება თავის ადგილს. თუმცა ამჯერად საქმელზე ფიქრობს და მოუსვენრად ატრიალებს ხელში ტელეფონს.

"მალე მორჩები?"

"10 წუთიც."

იუნგი

სანამ იუნგი კომპიუტერთან იჯდა და სიმღერაზე მუშაობდა, დრო იხელთე და გაკვეთილზე ჩასაბარებელი ტექსტის სწავლა გადაწყვიტე. ჩურჩულით იმეორებდი ერთი და იგივეს და ნერვულად ურტყამდი ხელს წიგნს, როცა რაღაც დაგავიწყდებოდა. იუნგიმ შენიშნა შენი მდგომარეობა და დაგიძახა.

"დაგეხმარები თუ გინდა."

"აუ, მოიცადე რა. ნერვოზი მეწყება."

"მომაწოდე წიგნი და მე ჩავიბარებ."

წინააღმდეგობას არ უწევ, წიგნს აძლევ, მის გვერდით ოდნავ მოშორებით ჯდები და მოყოლას იწყებ. მთელი გაკვეთილის მოყოლის მერე, კმაყოფილი იხედები იუნგისკენ, ვინაიდან ერთი შეცდომაც არ დაგიშვია და არც არაფერი დაგვიწყებია.

BTS - Imagines & ReactionsOù les histoires vivent. Découvrez maintenant