თავი 33

5.2K 355 93
                                    

ჯიმინი გაურკვევლად გაშეშდა. კიდევ რა უნდა ქნას გუკიმ?

-შენ...-ომეგას არ შეეძლო სიტყვების მოძებნა.

ის უკვე მისი ზემოქმედების ქვეშაა. ნუთუ გუკი ვერ ხედავდა?

-მიზეზი ჩემში არ არის. ყველაფერი შენს გამო ხდება, -ჯიმინმა ნერწყვი გადაყლაპა, -მტოვებ ყოველ ჯერზე,ეხლა კი მე გამყიდეს და არა შენზე!

გუკის სახეზე მტკივნეული მიმიკა გაჩნდა.

-მაპატიე, -ის მას მიეხუტა, -ამ ღონისძიებას თავისი წესი აქვს, რომელსაც უნდა დავემორჩილოთ. ნამჯუნის მკლავებში შენი დანახვა აუტანელი იყო, ვფიქრობდი, თუ მილიმეტრით მაინც ჩაიწეოდა მისი ხელი -დავახრჩობდი.

-ამას რა მნიშვნელობა აქვს... -ჯიმინმა ტუჩზე იკბინა და საშინლად გაწითლდა, -შენ არ დაგირეკავს იმ შემთხვევის შემდეგ, მთელი დღე არაფერი ისმოდა შენგან, გვიან საღამოს კი შენს მაგივრად მინჯე მპასუხობს. ამაზე რა უნდა მეფიქრა? შენ მე გჭირდები?

-მე არანორმალური სამუშაო დღე მაქვს, მინჯემ უპასუხა ზარს იმიტომ, რომ იმ დროს ჩემთან ერთად იყო. შემაკავებლებმა საშინლად იმოქმედეს, თვითმფრინავში ლამის კარები გავანგრიე. რომ დამერეკა, ვშიშობ, შენი ხმის გაგონებაზე, თავს ვერ შევიკავებდი. შენ ხომ მე დამიძახბდი, არა?

ჯიმინმა ნერწყვი გადაყლაპა, ტანში ჟრუანტელმა დაუარა. რათქმაუნდა დაუძახებდა, შეევედრებოდა კიდეც.

-ხოდა მეც მაგას ვამბობ, -გუკიმ იცოდა პასუხი, -ვშიშობ, წამიერი სისუსტე ძალიან ძვირი დაგვიჯდებოდა.

ალფა მის მუცელს მოეფერა გამჭვირვალე ქსოვილის მიღმა. ჯიმინმა სინაზე იგრძნო ამ მოძრაობით.

-მაინც შეგეძლო რამით გაგეგებინებინა.

-როგორ? მე გულის რევები დამეწყო შემაკავებლის დოზის გადამეტების გამო, გგონია ის მხოლოდ თვითმფრინავში მივიღე? მე თითქმის მთელი დღე მაგ ნემსზე ვიჯექი. ექიმი კითხვებით შევიკალი, თუ როგორ მოვქცეულიყავი შენთან მოცემულ სიტუაციაში. მან კი დამარწმუნა, რომ ეხლა კავშირის დრო არ არის, თავდაცვაა საჭირო, რომ პროვოცირება არ გამომეწვია არასასურველი შედეგის. ჩვენი ურთიერთობა სტაბილური უნდა იყოს და...

კუნძული [ JIKOOK ] 🔞 [ დასრულებულია ]Where stories live. Discover now