თავი 27

3.8K 345 38
                                    

ჯიმინმა არ იცოდა, თუ რას უკეთებდნენ. პირველად იყო ასეთ მდგომარეობაში. ექიმი მინგი გამუდმებით გვერდით იყო, ყველა გამოკვლევას თვალყურს ადევნებდა. ამბობდა, რომ ასე ხდება, როდესაც ჰორმონები თავს ესხმიან. ორგანიზმი სრულიად ძალაგამოცლილი იყო და ძილს საჭიროებდა.

ჯიმინს არ უნდოდა ძილი. ეშინოდა გუკის მოსვლის გამოტოვება. მაგრამ ეს არ მომხდარა.

უკვე პალატაში, რომელიც სასტუმროს ოთხას უფრო გავდა, ჯიმინი კარებთან იდგა და ფეხის ნაბიჯებს ყურს უგდებდა. მაგრამ ის მაინც არ მოსულა.

საკუთარი ფიქრებით და დაუოკებელი სხეულისგან დატანჯულმა ომეგამ აფორიაქებულ ძილს მისცა თავი, რომელიც ვარდნას გავდა თავდაცვის გარეშე.

მას შუბლზე მსუბუქი შეხებისგან გაეღვიძა. ექთანმა მისი ტემპერატურა შეამოწმა, გაუღიმა და გავიდა.

ჯიმინი წამოდგა. დაღლილი. მაგრამ ბევრად უკეთესად იყო. საკუთარი სიტყვებისთვის რცხვენოდა, რომლებიც გუშინ წარმოსთქვა. ალბათ ექიმმა მინგიმ ბოზად ჩათვალა, რომელიც ჯონ ჯონგუკის გამოჭერას ცდილობდა.

რას ამბობდა ის გუშინ? მოგონებებისგან ჯიმინმა სახეზე ხელები აიფარა.ის ჯერ არასოდეს ყოფილა ამდენად საცოდავი. გუშინ ნამდვილად მიაგდეს. ყველანაირი განმარტებების გარეშე.

ფეხზე წამომდგარი ჯიმინი ლამის დაეცა, ნელა მიხოხდა ფანჯარასთან, საიდანაც ქალაქის ხედი იშლებოდა, რომელიც მხოლოდ ფოტოებიდან ქონდა ნანახი.

დილის ბურუსი სახლის სახურავებს ფარავდა. მგონი საათის რეკვის ხმა ისმოდა, მანქანების გუგუნი. სადღაც შორიდან წვიმის ღრუბელი მოემართებოდა. სიცივე ყველა მხრიდან გას ერტყმოდა ამ ქალაქს. მარტოსული და სერი.

ჯიმინი საკუთარ თავს ჩაეხუტა. მას სახლში უნდოდა, სადაც თბილა, სადაც ყველის ფუნთუშების სურნელი დგას, და ტელევიზორში ის ერთადერთ მეგობრებთან ერთად მორიგი „კონკიას" ისტორიას უყურებს.

კუნძული [ JIKOOK ] 🔞 [ დასრულებულია ]Donde viven las historias. Descúbrelo ahora