თავი 29

3.8K 340 111
                                    

-ადექი, -შეანჯღრია ჯინმა, -ან ცივ შხაპს მივმართავ.

ჯიმინმა მხოლოდ დილით შეძლო ჩაძინება, თავის ტკივილით და ჩაწითლებული თვალებით. მეგობარს ყურადღება არ მიაქცია და საბანში გაეხვია. არსად წასვლა არ უნდოდა.

-ადექი ეხლავე! -შეუერთდა თეჰიონი.

შემაწუხებელი ყვირილისგან და ნჯღრევისგან, ჯიმინს მოუწია საკუთარი თავშესაფრიდან გამოღწევა.

-თქვენ გინდათ, რომ უფრო მეტად დავმცირდე? -დაღლილად იკითხა მან.

-რა შუაშია აქ დამცირება? -აღშფოთდა ჯინი. -შენს მდგომარეობაში ეს უკვე როლს არ თამაშობს.

-თანაც, -მხარი დაუჭირა თემ, -ეს სასტუმრო, ფრენა, შენი მკურნალობა კლინიკაში, ძალიან ხარჯიანი და ძვირფასია. ამიტომ შენ თავი ხელში უნდა აიყვანო, თვალებში ჩახედო და უთხრა, რომ ჩვენ ამ ყველაფერს გამოვიმუშავებთ.

ომეგამ ჩაიცინა. ეს ვის რად უნდა?

მაგრამ ყველაფერი ძალიან მოგვარებულია. ის თითქოს საყვარელია, რომელიც იმალება. და ეს საშინელი გრძნობა შიგნიდან ჭამდა. ჯიმინი ყოველთვის ცდილობდა დამოუკიდებელი ყოფილიყო, ყოველთვის თავადვე დგებოდა, როდესაც ეცემოდა, და ეხლა თითქოს შეცვალეს. მიზანმიმართული ახალგაზრდიდან ის არარაობას იქცა. რომელსაც ალფასთან დალაპარაკებაც კი არ შეუძლია. არა უბრალო ალფასთან, არამედ მისი შვილის მამასთან.

-კარგით, -ის წამოდგა. - მე მას ვნახავ.

ჯინმა და თეჰიონმა შვებით ამოისუნთქეს.

ჯიმინი რამდენიმე წუთში უკვე მზად იყო. მან მობილურს დახედა, მაგრამ არაფერი იყო.

კარგია, რომ მეგობრებმა ტანსაცმელი მოუტანეს.

ჯინსები, ღია ფერის მაისური და მსუბუქი ქურთუკი, რომელიც სწორედ შეეფერებოდა ამინდს.

თეჰიონს არ შეეძლო მათთან ერთად წასვლა თავისი ფეხის გამო. ჯიმინმა და ჯინმა კი ტაქსი გააჩერეს და მისამართი უთხრეს. ჯონ ჯონგუკის ერთადერთი პროექტი ინგლისში - უდიდესი სავაჭრო ცენტრი, რომელზეც იქნებოდა განთავსებული სავაჭრო სართულები, ოფისები და ოთახებიც კი - მდებარეობდა ქალაცის ცენტრში.

კუნძული [ JIKOOK ] 🔞 [ დასრულებულია ]Where stories live. Discover now