თავი 8

4.8K 362 53
                                    


როგორც კი ტკივილისგან უსიამოვნო წვა დარჩა უკანალში, გონება განათდა და ჯიმინმა საშინელი გულის რევა იგრძნო საკუთარ საქციელზე.

<ნამდვილი ბოზი გახდი, რომლადაც თავიდანვე მიგიჩნიეს, -დასცინოდა შინაგანი ხმა. -ეხლა უკანალს გაუშვერ, როგორც კი მას დასჭირდება, შემდეგ კი ეს მამაკაცი შენი ცხოვრებიდან გაქრება. შენ კიდევ მთელი თქვენი თანაცხოვრება წარმოიდგინე არა? საცოდავო>.

ჯიმინმა გუკის მხარეს გაიხედა, რომელმაც მზის ჩასვლამდე თევზის დაჭერა გადაწყვიტა.ის მუხლებამდე იდგა წყალში შარვალ გახადილი, საერთოდ არ რცხვენოდა საკუთარი სიშიშვლის. საჩვენებელი კი ნამდვილად ქონდა. საინტერესოა, რას წარმოადგენს ჩვეულებრივ ცხოვრებაში? ალბათ მოდელია. რომელიმე მდიდარი მამის შვილი, რომელსაც სახლში ოთხსართულიანი სასახლე ელოდება, დიდი ავტოფარეხი ახალი მანქანებით და დამატებით მილიონობით ლამაზი ომეგა, რომლებსაც მისი ლოგინის გათბობა სურთ.

ჯიმინმა ამოიოხრა, უკვე მერამდენეჯერ დამტკბარა გუკის კუნთების მოძრაობაზე. ის ნამდვილ ბერძნულ ღვთაებას გავდა. ის იმდენად ლამაზი და იდეალური იყო, რომ არცერთი შრამი სხეულზე არ აფუჭებდა მას. მასში რამე ნაკლი მაინც რომ ყოფილიყო, ჯიმინს იმედი ექნებოდა...

<რისი იმედი? რომ შენზე დაქორწინდება? ასეთ კოჭლს და დაგრეხილს, ყველასგან მიგდებულ სულელს წყვილად გაიხდის?! ნუ დასცინი გუკის და თავს ნუ ინუგეშებ! იმ შემთხვევაშიც, თუ რომანტიული ტალღა მოუვლის მას, მომენტალურად გადაივლის, როგორც კი გადავა მეორე ნაპირზე. იქ არაერთი ომეგაა, არამედ ათასობით, არა -მილიონობით!>

ჯიმინს ეს შესანიშნავად ესმოდა. ეს რაღაც ჩიხი იყო.

-სახის გამომეტყველებით შენი შინაგანი მწერები თავს გიბურღავენ, - გაისმა დამცინავი ხმა გვერდიდან.

გუკიმ სველმა და შიშველმა სამფეხიანი მაგიდა დადგა, რომელიც მიტოვებული მეტეოსადგურიდან წამოიღო.

კუნძული [ JIKOOK ] 🔞 [ დასრულებულია ]Where stories live. Discover now