თავი 19

3.3K 319 5
                                    

ჯიმინი ფიქრობდა, რომ საავადმყოფოში მისული თეთრი ყვავივით იქნებოდა და გამოიწვევდა თანაგრძნობის მზერებს. ის ყოველთვის თვლიდა, რომ ექიმთან ორსული ომეგები მხოლოდ ალფებთან ერთად დადიოდნენ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, შეცდა. აქ ასეთი მარტოსულების რაოდენობა მრავლად იყო. წყვილებიც იყვნენ, რათქმაუნდა, მაგრამ მაინც ნაკლებად.

ჯიმინი საჭირო კაბინეტის წინ დაჯდა და დაელოდა, როდის გამოიძახებდნენ. საერთოდაც, ის ჯერ კიდევ არარეალურად თვლიდა ამ ყველაფერს, წარმოიდგინა კიდეც, რომ გასინჯვის შემდეგ ეგრევე ეტყვის, რომ მან ყველაფერი მოიგონა და აფერისტობს. ჯიმინი სიამოვნებით გაიცინებდა მასთან ერთად.

ის აკვირდებოდა მის წინ მჯდარ საყვარელ წყვილს, რომლებსაც ხელი ქონდათ ჩაკიდებული და ალფა გამუდმებით უჩურჩულებდა თავის მეორე ნახევარს სასაცილო რამეებს, ომეგა კი წითლდებოდა და ჩუმად იცინოდა. ორივეს ბეჭდები ეკეთათ თითზე. ისინი ლამაზი წყვილი იყვნენ და ძალიან უხდებოდნენ ერთმანეთს.

უკანასკნელი ჯიმინს განსაკუთრებით მოხვდა თვალში.

აი მას და გუკის ცა და დედამიწასავით კონტრასტი აქვთ. გარეგნლადაც კი არ შეეფერებოდნენ ერთმანეთს.

-ბატონო პაკ, გელოდებიან, -შეატყობინა ექთანმა და კაბინეტში მიიწვია.

და ეხლა გადაწყდება ყველაფერი. ტესტი შეიძლება მართლაც ბრაკი იყო, ექიმი კი მცოდნეა.

კაბინეტი გაუნათებელი იყო, მუქი წითელი ფარდებით მთლიანად გაწეული.ერთადერთი სინათლის წერტილი ექოსკოპიის მონიტორი იყო და ექიმის დამხმარის ნათურა.

აპარატი მონოტონურად ღმუოდა, უსიამოვნო შეგრძნებას გვრიდა.

-თქვენ რა გაქვთ? -იკითხა ექიმმა და მისკენ შეტრიალდა.

სუნით ბეტა იყო, სამოც წლამდე, სქელი ჭაღარა წარბებით, ჯიმინი კარებში გაშრა.

კუნძული [ JIKOOK ] 🔞 [ დასრულებულია ]Where stories live. Discover now