თავი 18

3.4K 328 38
                                    

ჯიმინი ექიმთან მეორე დღეს იყო ჩაწერილი და იქამდე მთელი საღამო ესკიზების გამოსწორებას და პრეზენტაციის გაკეთებას მოანდომა.

თუმცა არ იცოდა სად უფრო მეტი დრო გაატარა: მაგიდასთან თუ ტუალეტში. ჯერ მხოლოდ წყლის დალევა და ჯინის ფუნთუშების შეჭმა შეეძლო.

გუკიზე ის თითქმის არ ფიქრობდა, მხოლოდ როდესაც გული ერეოდა, და ისიც ყველაზე ცუდი სიტყვებით.

-შეკვეთა გვაქვს- შესძახა ჯინმა.

ჯიმინი და თეჰიონი მონიტორს მიაჩერდნენ, სადაც შეტყობინება იყო მოსული.

-ითხოვენ დიზაინერების დახმარებას ელიტარულ უბანში ახალმშენებარე სახლში, -წაიკითხა ჯინმა, -ზუსტად ჩემზეა.

როდესაც თეჰიონმა მისამართი ნახა, მონიტორს დაწყევლილივით მოშორდა.

-დამკვეთი ჯონ ჰოსოკი.-ზიზღით წაიკითხა მან. -უარი თქვი, მიწერე, რომ ასეთ რამეებს არ ვაკეთებთ.

ჯინმა სკეპტიკურად შეხედა თეჰიონის მოჭერილ თითებს.

-რამო მოგივიდა? -წიბურტყუნა მან და აკრიფა შეტყოინება ონლაინ მიმოწერაზე, ზარებზე კლიენტი არ პასუხობდა.

-ეს ნამდვილად თაღლითია და საზიზღარი ტიპი,-ემოციურად აღმოხდა თეს.

-ხო, ის უცნაურია, ბანდიტს გავს, -დაადასტურა ჯიმინმა, როდესაც გაჩერებაზე მომხდარი ინციდენტი გაახსენდა.

ჯინმა უარი მისწერა, მაგრამ შემდეგ ახალი შეტყობინება მოვიდა და ის გაშრა.

-ის გვთავაზობს...ჰმ, ძირითად პროექტზე ის მილიონს გვთავაზობს, რომელსაც ნებისმიერ შემთხვევაში მივიღებთ, და თუ მოეწონება, ის მზადაა ვიპ პროექტისთვის გადაგვიხადოს.

-მილიონი ძირითადისთვის?! -გაუკვირდა ჯიმინს.

მათ ასეთ თანხაზე ამბიცია არ ქონიათ.

-არც იოცნებოთ! -თქვა თეჰიონმა. -არ ღირს მასთან რაიმე საქმის დაჭერა. ის ასე უბრალოდ არ თავაზობს ასეთ თანხას.

კუნძული [ JIKOOK ] 🔞 [ დასრულებულია ]Where stories live. Discover now