თავი 17

3.3K 329 14
                                    

-მე ამას არ გავაკეთებ.

როგორც კი ჯიმინმა გაიღვიძა, ჯინმა ეგრევე დილის ჩაისთან ერთად შეაჩეჩა ხელში ორსულობის ტესტი.

გუშინდელის შემდეგ ჯიმინი მთელი ღამე გუგლავდა ოც პროცენტზე. აღმოჩნდა, რომ ასეთი ინფორმაცია მართლა არსებობს, მაგრამ ის არ არის დამტკიცებული, შეუსწავლელია, და საერთოდაც, ასეთი შემთხვევა რეგისტრირდება ხუთ წელიწადში ერთხელ. ის, რომ იმ ოც პროცენტში მოხვდა, ნაკლებად შესაძლებელია.

ნუთუ მართლა შეიძლება სხვანაირად იყოს? გუკისთან ის ნამდვილად სულელურად იქცეოდა, აუცილებელი იყო თავიდანვე შეთანხმებულიყვნენ ყველაფერზე.მაგრამ ჯიმინი დარწმუნებული იყო, რომ ის მაინც თავისებურად იზამდა.

-რატომ არ გინდა? -აძალებდა ჯინი, თეჰიონსაც ანიშნებდა, რომ ისიც შეერთებოდა ზეწოლას.

-რადგან ამას დამამცირებალად მივიჩნევ, -მხრები აიჩეჩა ჯიმინმა. -მე მშვენივრად ვიცი ჩემი ორგანიზმი, და ჩემმა ექიმმა ამიხსნა, რომ დაორსულება რთული იქნება.

-შენ უბრალოდ გეშინია, -აღნიშნა თეჰიონმა.

-სულაც არა, გული არ მერევა დილაობით.

-და ვინ იყო უნიტაზზე ჩამოკიდებული ნახევარი საათის წინ?

-გული არ ამრევია!

ჯინმა მძიმედ ამოიოხრა, სიბრაზით ჩაითხარა პირში მთლიანი კრუასანი.

-ნერვებს ნუ მიშილი! -წამოიყვირა მან გავსებული პირით. -სწრაფად წავალთ და ყველაფერს ვიზამთ, შემდეგ კი შედეგის მიხედვით ვიმოქმედებთ.

-მე მაქვს უარის თქმის უფლება!

-შენს უფლებებს მაშინ შევხედავ, როდესაც მუცელი თვალებამდე აგივა, შენ კიდევ მაინც იფიქრებ, რომ გაზები გაქვს.

ჯიმინი გაბრაზდა. მეგობრები ნამდვილ იდიოტად თვლიან. მან ხელი დაავლო ორსულობის ტესტს, როგორც დანას და მუქარით შეხედა ორივეს.

კუნძული [ JIKOOK ] 🔞 [ დასრულებულია ]Where stories live. Discover now