თავი 14

3.8K 347 62
                                    

გემზე მათ ზედმეტი ფრომები მისცეს და დასაბანად საჭირო ინვენტარები.

ჯიმინი გამალებით იწმენდდა კანს, და რაღაც გაურკვეველ წყენას გრძნობდა. მიზეზს ვერ ხვდებოდა, მაგრამ წინანდელზე მეტად ბრაზობდა გუკიზე. ალბათ იმიტომ, რომ ის ასე გართულად საუბრობდა სონბინთან და რომ მულგრილად აიჩეჩა მხრები, როდესაც უთხრეს, რომ გემზე დაქორწინებული წყვილიც კი ცალკე კაიუტებში იძინებენ. არადა თვითონ შესთავაზა ერთმანეთის გვერძე ყოფნა. ყველაფერი მოიტყუა.

-და როგორ გაიცანით ერთმანეთი?

სონბინი, როგორც შემაწუხებელი კოშმარი თან დასტრიალებდა, საშხაპეშიც კი შევიდა მასთან ერთად და სულ გუკიზე ეკითხებოდა.

-მან ფეხზე დამაბიჯა, -კბილებში გამოსცრა ჯიმინს.

-ო, მართლა? თქვენი ქმარი ძალიან ყურადრებიანი ჩანს, და არა ასეთი მოუხერხებელი.

სიტყვა <ქმარზე> ჯიმინმა გულზე დარტყმასავით იგრძნო.

-მან ეს სპეციალურად გააკეთა.

-უცნაური მანერაა... და რისი დალევა უყვარს?

ჯიმინმა ლამის ღრუბელი გაუქანა ამ ომეგას. მან არ იცოდა თუ რისი დალევა უყვარდა გუკის, მაგრამ ნათლად ხედავდა, რომ სონბინი ალფას შარვალში ჩაძვრომა უნდოდა.

-თავადვე კითხე, მას უყვარს ლაპარაკი, -ბრაზით შესძახა ჯიმინმა.

სონბინმა დამცინავად ჩაიცინა და კარები გაიჯახუნა.

არადა ექიმია, დაამთავრა უმაღლესი და ისე იქცეოდა, როგორც დეგენერატი. თუმცა ჯიმინიც მაგარი იყო: იტანჯება იმ ბიჭის გამო, რომელიც მაგნიტივითაა ყველა ომეგასთვის.

ისევ გაისმა კარების გაღების ხმა.

-სონბინ, კიდევ ერთელ გთხოვთ მშვიდობიანად, თავი დამანებეთ, ძალიან დავიღალე და...

საშხაპეს ფარდა გაიწია და ჯიმინმა შეყვირა, შეამჩნია მის მიღმა ალფას ფიგურა.

კუნძული [ JIKOOK ] 🔞 [ დასრულებულია ]Where stories live. Discover now