თავი 1

10.5K 481 133
                                    


-სად მიდიხარ, კოჭლო.

ჯიმინს უკვე უნდოდა პრეტენზიები გამოეთქვა პორტის დაცვის მიმართ, მაგრამ იმის შიშმა, რომ გემი საცაა გავიდოდა, სულმთლად გადააფიქრებინა.

-მე ბილეთი მაქვს, თანაც უკვე ვაგვიანებ.

დაცვა მოხუცი ბეტა იყო, მოღუშული წარბებით, და პაკიც ხვდებოდა, რომ მასზე არც ისე კარგ შთაბეჭდილებას არ მოახდენდა: ძველი გახუნებული ჯინსები, ცოტათი გახეული მარცხენა ფეხზე, ჭუჭყიანი თეთრი პერანგი და ზურგჩანთა. ის მაწანწალად მიიღეს და არა მგზავრად.

დაცვამ მაინც არ გაუშვა ისე, სანამ არ ნახა მისი პასპორტი და ბილეთი. ისეთი დაკვირვებით შეისწავლიდა, თითქოს ჯიმინი კოსმოსში მიემგზავრებოდა და არა გემით ყოველდღიურ მოგზაურობაში.

მისკენ ტრიალდებოდნენ, ვიღაც იცინოდაკიდეც.

დროთა განმავლობაში <უხარისხო> ომეგებს ისე აღარ უყურებდნენ, როგორც ხორცის ნაჭერს, მათთვის განსაკუთრებული წესებიც კი შემოიღეს და გარკვეულ დახმარებასაც იღებდნენ. მაგრამ ხალხის აზროვნება მაინც არ შეცვლილა და ბევრისთვის ისინი მაინც დარჩნენ არასაჭიროები და უცნაურები.

მაგრამ ჯიმინი მუშაობდა, და ეხლაც მთელი ძალებით სწორედ ამ სამსახურის გადარჩენა უნდოდა.

-მოიცადეთ! მოიცადეთ!

გემი უკვე გასვლას აპირებდა, როდესაც ის შეამჩნიეს.

-მე.. მე მგზავრი ვარ!

მას დაეხმარნენ ასვლაში და გემიც დაიძრა ადგილიდან.

-მიჩვენეთ თქვენი ბილეთი და კაიუტაში მიგაცილებთ.

ფორმაში ჩაცმულმა ბიჭმა თავაზიანად გაუღიმა და ყურადღებით შეხედა საბუთებს. არაფრის მთქმელი ღიმილი მაშინვე გაიყინა მის სახეზე, რამაც ჯიმინი შეაშფოთა.

-რა ხდება? -ის აღელვდა. იქნებ სხვა კომპანიის ლოგოა ან საერთოდ სხვა გემი?

კუნძული [ JIKOOK ] 🔞 [ დასრულებულია ]Where stories live. Discover now