თავი 1

1.2K 36 2
                                    

იონგ,მი,ბორა და მისან,ოთხი განუყრელი მეგობარი,რომლებიც საშუალო სკოლიდან ერთად მოვდივართ. წელს ბუსანს თავს ვაღწევთ და დიდ ქალაქ სეულში გადავდივართ სასწავლებლად. იქედან გამომდინარე რომ უნივერსიტეტი ძალიან დიდ დროს წაგვართმევს, გადავწყვიტეთ ბინა ერთად ვიქირაოთ, ერთმანეთთან უფრო დიდი დრო, რომ გავატაროთ.
-ვა რა გითხრათ. მშვენიერია მოლოდინს გადააჭარბა. მე მაკმაყოფილებს ამ სახლის ყველანაირი პირობა მთავარია ოთახს და მეწყვილეს რომ ავირჩევთ ნერვები არ მომიშალოთ ნორმალურად მიალაგოთ თქვენი კუთხე და მე იმ საწოლზე დავწვები რომელზეც მინდა, სასურველია ფანჯარასთან ახლოს.
  ეს ბორაა. ჩვენი პატარა დედიკო. თავიდან ძნელად შესაგუებელია მაგრამ თუ ყველაზე ძნელ პერიოდს გადალახავ დანარჩენს ადვილად გაუმკლავდები. ჩვენ ყველა სირთულე დიდი ხნის წინ დავძლიეთ.
-ვააა რამაგარიააა. წარმოგიდგენიათ? ერთად ვიცხოვრებთ. როგორ მიყვარხართ, ეს ოთახი ჩემია და იქეთა მხარეს მე ვწვები.
  ეს მისანია. წუწუნა მაგრამ საყვარელი. შეუძლია ნებისმიერ რამეზე იწუწუნოს,
 ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას.
-რატოა ეგ ოთახი შენი? სამზარეულოსთან ახლოს როა?
   ეს მე ვარ იონგი. ნუ ცოტა ტუტუცურად წარვადგინე თავი, ასე გამოვიდა, მაგრამ ასეთი არ ვარ. საერთოდ ერთმანეთს ყოველთვუს ვაწვალებთ ისე მოსაწყენია.
-არა, იმიტომ, რომ ამ ოთახს უფრო დიდი კარადა აქვს. აუუუ იცით ჩემს კურსზე ერთი ისეთი ბიჭია ერთი ფოტოს ნახვით შემიყვარდა
-ვიცით უკვე გვითხარი. სასწაულია და სხვებს არ გავს. (ერთხმად)
   ეს მია. ერთ ბიჭზე ჩაიციკლება და იმაზე ლაპარაკით ტვინის ყველა უჯრედს სათითაოდ კლავს. სანამ არ დაამთავრებს იმ ბიჭთან ერთად კურსებზე სიარულს, ყოველთვის იმაზე ილაპარაკებს.
-მოიცადე მი რა თქვი? ამ ოთახს დიდი კარადა აქო? არ მითხრა რო ბორასთან მტოვებთ გულს ნუ მტკენთ. უსამართლობააააა.
-მოდი საყვარელო დედიკოსთან.-ბოროტულად ჩაიღიმა-შენთვის უკეთესია სისუფთავეს მიგაჩვევ შენმა ქმარმა რო არ გამოგაბუნძულოს უკან, ქმარი თუ არა დედამთილი უეჭველი გამოგაგდებს.
-მიდი დროზე მოვრჩეთ ამოლაგებას და საღამოს გავიდეთ სასეირნოდ. დავათვალიეროთ ქალაქი.

-------------------------------------------------------------------
ახალბედა ვარ და ძალიანაც ნუ განმსჯით😂😂😂😂😂😂 ყოველ კვირაში ერთი თავი დაიდება. შევეცდები ჩემი საუკეთესო გავაკეთო💚💚💚💚💚💚💚💚

ბედი/Fate💚Where stories live. Discover now