[18]

1K 127 9
                                    

სახლში დაბრუნებული ჯონგუკი ბიჭებთან ერთად მისაღებ ოთახში იჯდა და ტელევიზორში ფეხბურთს უყურებდა. თეჰიონი და იუნგი სამხრეთ კორეის გუნდს გულშემატკივრობდნენ, ჰოსოკს კი თამაში სულ არ აინტერესებდა - ლუდის ბოთლი ეჭირა და ტელეფონს ღიმილით ჩაჰყურებდა. ნამჯუნი სამზარეულოში იჯდა და ქაღალდებს ათვალიერებდა - ახალ საქმეს ეცნობოდა.
ვერც ჯონგუკს დაედო ფეხბურთისთვის გული. ნარას ალბათ დააინტერესებდა, თუ რატომ იყვნენ ერთმანეთთან ახლოს. ყველაზე მეტად იმის ეშინოდა, რომ ქალი ჯიმინს ძალიან გაუბრაზდებოდა.
ფიქრს კარზე კაკუნმა მოსწყვიტა. ჯონგუკმა პირველ რიგში ჰოსოკს გადახედა, ეგონა თემინი დაპატიჟა სახლში, რადგან სწორედ მას სწერდა ტელეფონით, თუმცა ჯეიმ მხრები აიჩეჩა, ამიტომ კარების გასახსნელად უმცროსს მოუწია წასვლა.
მის წინ გაფითრებული ჯიმინი იდგა. მხოლოდ თვალები დასწითლებოდა ტირილისგან და თმა შუბლზე ჩამოშლოდა. ჯონგუკის დანახვისას თვალებზე ცრემლი მოადგა და ბიჭიც მაშინვე მოეხვია, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ამ საშინელების დანახვისას მუხლები აუკანკალდა.
  -რა მოხდა? - ჰკითხა, როცა ჯიმინმა ხელებით მისი მაისური მოქაჩა.
სანამ ჯიმინი ხმას არ იღებდა, ჯონგუკს თავში ათასმა საშინელებამ გაუელვა. ნუთუ ასე სასტიკად ეჩხუბა ნარა ჯიმინს?
ჯონგუკს ზურგსუკან ჰოსოკის ხმა მოესმა.
  - რა ხდება?
  ჯიმინს რომ თავი უხერხულად არ ეგრძნო, უმცროსმა ხელით ანიშნა ბიჭს, რომ თავი დაენებებინა, თვითონ კი შეყვარებულს ჩაჰკიდა ხელი და ოთახში წაიყვანა, სადაც ერთმანეთს მიხუტებულები დაწვნენ საწოლზე.
ჯონგუკი თმაზე ეფერებოდა, თავზე ჰკოცნიდა და ტკბილი სიტყვებით ამშვიდებდა. ჯიმინი ისე ებღაუჭებოდა მის მაისურს, თითქოს მის გაშვებას აღარ აპირებდა.
  - ჯიმინ, ტირილს მორჩი და მითხარი, რა გჭირს...
  ჯიმინს კი მისი ერთი სიტყვაც არ ესმოდა.
  - პატარავ...
  - დედას... უნდა რომ... აქედან წამიყვანოს...-ხმამაღლა ამოიკვნესა ატირებულმა.
  - სად უნდა წაგიყვანოს?
  - სეულში..
  - არდადეგები მალე დამთავრდება და სკოლისთვის ჩამოსვლა მოგიწევს, ამის გამო ნუ ტირი.
  - არა, გუკი, არ გესმის,-ჯიმინი ოდნავ გვერდზე გაიწია და სახელოებით მოიწმინდა თვალები,-აქ აღარ გამომიშვებს. მას სურს რომ... აქაურობა სამუდამოდ დავტოვო... რომ შენ დაგტოვო...-ამის თქმისას უარესად აქვითინდა, ჯონგუკმაც ხელებით ისევ მისკენ მისწია.
  - არა...-ხმა ჩაუწყდა ჯონგუკს,- ეს ხომ ბოლო სემესტრია, როგორ მოახერხებს შენ წაყვანას?
  - ალბათ სკოლაში უკვე მოაგვარა საქმე..
  - გთხოვ ახლა ნუ ტირი, ხვალ კი... დაველაპარაკოთ, ავუხსნათ რომ ახლა სეულში ვერ წახვალ,-ჯონგუკი მშვიდად მხოლოდ ჯიმინის გამო საუბრობდა, არადა უნდოდა ბოლო ხმაზე ეყვირა და ყველაფერი გაენადგურებინა, რაც გზაზე შეხვდებოდა. სიბრაზე მთელ მის გონებასა და სხეულს ედებოდა და რომ არა ჯიმინი, მას ვერ შეიკავებდა.
  - უკვე ყველაფერი გადაწყვიტა... არ მოგვისმენს...
  - ჯიმინ, ასე მარტივად ვერ გაგიშვებ!
  - ამ სიტყვებით გული უფრო მტკივა,-ჯიმინი ცდილობდა აღარ ეტირა და ახლა მხოლოდ სხეული უთრთოდა,-დედაჩემი ჯიუტია, ყველაფერს იზამს, რომ აქ არ დამტოვოს.. იმაზეც არ იფიქრებს, რომ შეიძლება ამით მატკინოს.
  - ანუ, არაფერი უნდა ვაკეთო და ნარას უფლება მივცე, წაგიყვანოს?!-ახლა ჯონგუკის ხმაში აშკარად იგრძნობოდა ბრაზი.
  - არა, უბრალოდ... ჩემთან იყავი.
  ჯონგუკმა ზუსტად არ იცოდა, რას ნიშნავდა „ჩემთან იყავი", მაგრამ ძლიერად იჭერდა ბიჭს.
  - როდის მიდიხართ?
  - ხვალ.. ხვალ საღამოს...
  ახლა კი მიხვდა ჯონგუკი, რომ უძლური იყო მთელი სამყაროს წინაშე, რომ მხოლოდ რამდენიმე საათი ჰქონდა ჯიმინთან გასატარებლად, შემდეგ კი არავინ იცოდა, რამდენი ხნით დაემშვიდობებოდა მას.
  - შენგან წასვლა არ მინდა,-დაიჩურჩულა ჯიმინმა, რომელიც სევდისგან ისე დაღლილიყო, სათქმელს ძლივს აბამდა თავს.
  - არც მე მინდა, წახვიდე. რამეს მოვიფიქრებთ, ჰიონ...-ჯონგუკი ძალიან ცდილობდა სიმშვიდის შენარჩუნებას. ამჟამად მისთვის მთავარი მხოლოდ ჯიმინის დაწყნარება იყო.
  უფროსმაც თავი ნელა დაუქნია და ცოტა ხანში დაეძინა კიდეც. 

His Metal VeinsWhere stories live. Discover now