[1]

2.9K 218 14
                                    

ჯიმინი ბავშვობიდან მიჩვეული იყო უამრავი ადამიანის წინ სცენაზე დგომას. ცეკვა აბედნიერებდა, ხალხის ოვაციები თვითონაც აღაფრთოვანებდა და შემდეგში უფრო მეტს შრომობდა, ეს რომ დაემსახურებინა.
ამ დღეს კი, დარწმუნებული იყო, რომ ვერაფერს მიიღებდა, იმ ტატუებიანი და პირსინგებიანი ტიპის გამო, რომელმაც გასახდელიდან გამოსვლისას, ჯიმინს შემთხვევით, საცეკვაოდ გამზადებულ მაისურზე ლუდი გადაასხა.
  - იდიოტო!-ყვირილი დაიწყო ჯიმინმა,-წინ იყურე! წარმოდგენა მაინც გაქვს, ახლა რა გააკეთე?!
  - მაპატიე,-სულელურად გაიკრიჭა ბიჭი.
  - შენი აზრით, ასეთი მაისურით ცეკვას შევძლებ?!-არ ცხრებოდა ჯიმინი.
  - თვითონაც შეგეძლო წინ გეყურა. კიდევ ერთხელ უნდა მოგიბოდიშო? თვითონ ლუდი დამიქციე.
  - ახლა თავსაც გაგიტეხ! ვინ სვამს კულისებში ლუდს?!
  - კარგი, ნუ წიკვინებ, შემიძლია დაგეხმარო. აქ დამელოდე,-გაიღიმა და ერთ-ერთ ოთახში გაუჩინარდა. რომ დაბრუნდა, ჯიმინი გამოსაცვლელში შეათრია და შავი, მოკლე სახელოებიანი მაისური ჩაუჩურთა ხელებში,-მიდი, ეს ჩაიცვი.
  ტიპმა, რომელმაც ჯიმინი ლუდში ამოავლო, თვალი იქამდე არ მოაშორა, სანამ მაისური არ ჩაიცვა.
  - შენ რა, აზროვნება გიჭირს?!-ამოიკნავლა ჯიმინმა, როცა სარკეში საკუთარ გამოსახულებას შეავლო თვალი,-მეტალიკას მაისურით სცენაზე როგორ გავიდე?!
  - რა ვიცი, ჩემთვის მაგას პრობლემა არასდროს შეუქმნია.
  - აქამდე თუ ვერ შეამჩნიე, ჩვენს შორის დიდი განსხვავებაა.
  - მაგალითად... სიმაღლეში?- ბიჭის ბოროტულ სიცილზე, ჯიმინს სახე გაუწითლდა.
  - ასეთი მაღალიც არ ხარ! საერთოდ არ გიცნობ, არადა,უკვე  ძალიან მეზიზღები!
  - როგორც გენებოს.
  ჯიმინი ალბათ მართლაც დაარტყამდა იმ აუტანელ ტიპს, რომ  არ გაეგო,  როგორ გამოაცხადა წამყვანმა მისი სახელი.
  - ლუდზე მაინც არ დამპატიჟებ?-მიაძახა ტატუებიანმა, სანამ ოთახიდან გავარდებოდა.
  **********************
ღია ცის ქვეშ ცეკვავდა. საკმაოდ დიდი ხანი იყო გასული მას შემდეგ, რაც ჯიმინმა პირველად დადგა სცენაზე ფეხი, აქამდე კი არასდროს უნერვიულია.
ყოველთვის წესრიგის მოყვარული იყო და უნდოდა სცენაზეც ყველაფერი სრულყოფილად ყოფილიყო. იმის არ ეშინოდა, რომ რაიმე შეეშლებოდა ან მოძრაობა დაავიწყდებოდა. სამაგიეროდ, იმაზე ნერვიულობდა, რომ ხალხი შეამჩნევდა, მისი მაისური ცეკვის ჟანრს საერთოდ რომ არ ემთხვეოდა.
არა, მეტალიკას საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა, პირიქით, დროდადრო უყვარდა კიდეც მათი მოსმენა, მაგრამ ახლა ერჩივნა მათი არსებობა საერთოდ დაევიწყებინა.
საბედნიეროდ, მისი ნომერი არ ჩავარდნილა და არავის არაფერი შეუმჩნევია. ჯიმინმა მაყურებელს თავი  დაუკრა და სცენიდან ჩამოვიდა.
გასახდელში საკუთარი ნივთები ზურგჩანთაში ჩაალაგა და ჯინის საძებნელად წავიდა.
ნახევარძმა სცენიდან მოშორებით მდგარი იპოვნა.
  - როგორც ყოველთვის, საუკეთესო იყავი,-გაიცინა ჯინმა,-ეგ რა გაცვია?
  - გრძელი ამბავია, სახლში მოგიყვები.
  - დღეს ალბათ გვიან დავბრუნდები, ბარში ბევრი საქმე იქნება. შენ აქ დარჩი და გაერთე, მე კი წავალ.
  მას შემდეგ, რაც ჯინს დედა გარდაეცვალა, მამამისმა ჯიმინის დედა შეირთო. მაშინ ჯიმინი სამი წლის იყო, ჯინი კი ათის. ბიჭები საუკეთესო მეგობრებად  იზრდებოდნენ. როდესაც ჯინმა მამაც დაკარგა, მისგან ბარი ერგო. მან მოახერხა ის ისეთ ადგილად ექცია, სადაც ახალგაზრდები შეიკრიბებოდნენ, გემოვნებიან მუსიკას მოუსმენდნენ და დროს მხიარულად გაატარებდნენ. ჯიმინს საკუთარი სახლივით უყვარდა ის ადგილი და დროის უმეტეს ნაწილს სწორედ იქ ატარებდა.
  - ჰეი, ჯიმინ!- გამხდარმა ბიჭმა ფრთხილას დასცხო ხელი მხარზე,-სცენაზე ბრწყინავდი.
  - გამარჯობა, თემინ,-მიესალმა კლასელს,-გმადლობ, თუმცა იმედია შემდეგი კონცერტისთვის ერთად მოვამზადებთ რამეს.
  - მაგაზე უარს არ ვიტყვი. ერთობი? გავიგე ახალი ჯგუფი, Mammon უნდა გამოვიდეს ახლა. როგორც ამბობენ, ძალიან მაგრები არიან. ოჰო, აი ისინიც,-თემინმა ხელით სცენისკენ ანიშნა, ჯიმინს კი ღიმილი შეახმა სახეზე, რადგან იქ სწორედ ის ტიპი იდგა, ცოტა ხნის წინ მაისური რომ დაუსვარა. მასთან ერთად კიდევ სამი ბიჭი ემზადებოდა გამოსასვლელად, ისინიც ტატუებითა და პირსინგებით იყვნენ მორთულები.
  Mammon-ს მართლაც კარგი მუსიკა ჰქონდა. ჯიმინი ოდნავ გაკვირვებულიც დარჩა, რადგან მათგან პანკ როკის მეტს არაფერს ელოდა, ისინი კი მძიმე მეტალს უკრავდნენ.
სოლისტს, რომელიც ჯიმინის თვალში შესანიშნავი რეპუტაციით ვერ სარგებლობდა, საოცრად კარგი ხმა ჰქონდა. ჯიმინი თავს გამოუტყდა, რომ არც ისეთი ამაზრზენი იყო, როგორც ეგონა.
მიუხედავად იმისა, რომ მძიმე მეტალი არც ისეთი კარგი ჟანრია საცეკვად, Mammon-ის მუსიკამ მაინც ცეკვის ხასიათზე დააყენა. ეწყინა კიდეც, მხოლოდ ოთხი სიმღერა რომ შეასრულეს.
საღამოს სახლში მიმავალიც სწორედ მათ მელოდიას ღიღინებდა.
ორ დღეში მისი ცხოვრების ერთ-ერთი  ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იწყებოდა.  ზაფხული მთავრდებოდა, ჯიმინი კი დამამთავრებელ კლასში გადადიოდა. ამ დროს მთელი მისი ცხოვრება ელოდა და მის დასრულებისას ძველ ცხოვრებას, პუსანსა და სკოლასაც უკან მოიტოვებდა.
იმ დღეს დასაბანი დაწვა დასაძინებლად. დილით, როცა საკუთარი მაისური გასარეცხად ამოიღო ზურგჩანთიდან, ქაღალდის ნაგლეჯი იპოვნა.
''მე ჯონ ჯონგუკი ვარ. ახლა შეგიძლია მიცნობდე და ისე გძულდე."

His Metal VeinsWhere stories live. Discover now