[14]

1.4K 173 23
                                    

ბოლო სამი წლის განმავლობაში, ჯონგუკი არცერთ შობას მშობლებთან ერთად არ შეხვედრია, თუმცა შემდეგ მთელ დღეს მათთან ატარებდა. ახლა ვერცერთს მოახერხებდა და ცოტა წუხდა, მაგრამ ის ფაქტი ამშვიდებდა, რომ ამ მნიშვნელოვან დღესასწაულს მეგობრებთან და ისეთ მნიშვნელოვან ადამიანთან ერთად იზეიმებდა, როგორიც ჯიმინი იყო.
არდადეგები იყო, ბარშიც დიდი მზადება მიმდინარეობდა წვეულებისთვის. უზარმაზარი ნაძვის ხე მორთეს სცენის გვერდზე და შენობაც ნათურებით, ხელოვნური ფიფქებით და სათამაშოებით გააწყეს. ჯიმინი მთელი დღე საკუთარ ძმას ეხმარებოდა რითიც შეეძლო და დიდებულ ხასიათზე ჩანდა. თეთრი სვიტერი მის სახეს უფრო მხიარულ ელფერს სძენდა და ჯონგუკსაც პატარა ბავშვივით, ყოველი მისი შეხედვისას ეღიმებოდა.
შობას ხალხის უმეტესობა სახლში, ოჯახთან ატარებდა, ამიტომ, საღამოს ბარში ბევრი არავინ მისულა. მხოლოდ ახალგაზრდები, რომლებსაც მეგობრებთან ერთად უნდოდათ გართობა. თეჰიონის ძმამაც ბიჭებთან ყოფნა არჩია სახლში განმარტოვებას, ამიტომ ის სოკჯინს გააცნეს, რომელთანაც ასაკობრივად ყველაზე მცირე სხვაობა ჰქონდა. 
Mammon ამ დღეს უფრო თავისუფლად გრძნობდა თავს და მსმენელსაც უფრო აქტიურად ეკონტაქტებოდა. ძირითადად იმ სიმღერებს ასრულებდნენ, რომლებსაც ისინი სთხოვდნენ. რამდენიმე საკუთარი სიმღერაც იმღერეს, რამაც აღფრთოვანება გამოიწვია და ბიჭებსაც სტიმული მიეცათ.
თორმეტი საათი რომ გახდა, საშობაო სიმღერა საკუთარი ინტერპრეტაციით იმღერეს და ხალხთან ერთად იზეიმეს, რომლებიც ერთმანეთს ბედნიერები ულოცავდნენ, ეხუტებოდნენ და ჰკოცნიდნენ.
გვიანობამდე ათასი რამით იქცევდნენ თავს და ვინაიდან Mammon-ს დაკვრა აღარ უწევდა, „სიმართლე თუ მოქმედების" თამაშს ისინიც შეუერთდნენ. ბარმენმა და სოკჯინმაც კი გადაწყვიტეს გართობა.
ყველა უზარმაზარ წრეზე იჯდა, შუაში ცარიელ ლუდის ბოთლს ატრიალებდნენ.
ჯიმინი ჯონგუკისგან მოშორებით, ფეხებმოკეცილი ჩამომჯდარიყო, დაღლილი, მაგრამ ბედნიერი სახით იღიმოდა. მისი ჯერი რომ დადგა, გოგონამ მათი სკოლიდან, რომელსაც უბრალო სიტყვა „ნასვამი" არ აღწერდა, ჰკითხა, თუ როდის აკოცა გოგონას პირველად.
  - ჯერ არავისთვის მიკოცნია,-გულახდილად უპასუხა ჯიმინმა, ბრბოს ნაწილმა სიცილი დაიწყო, ზოგმა კი წამოიყვირა, რომ ბიჭი ძალიან საყვარელი იყო.
  ყველას უნდოდა სოკჯინის გამოწვევა, ეს საუკეთესო გზა იყო უფასო სასმლის მოსაპოვებლად და ყველაფერი სახალისო ხდებოდა.
ჯონგუკიც კარგად ერთობოდა, სანამ იმ მთვრალმა გოგომ ჯიმინი არ გამოიწვია.
  - რადგან ცხოვრებაში არავისთვის გიკოცნია,-სიტყვებს წელავდა და მისი ხმა ჯონგუკზე უკვე ცუდად მოქმედებდა,-მზად ვარ, საკუთარი თავი მოგიძღვნა და შობის ღამეს პირველი კოცნა მე გაჩუქო.
  გარშემო ყველა აღტაცებული იყო, მოლოდინისას ტაშს უკრავდნენ და ჯიმინს აქეზებდნენ, რომ გოგოსთან მისულიყო და ეკოცნა.
მაგრამ... ბიჭი გაშეშებული იჯდა და ხმას არ იღებდა, ისე იყურებოდა, თითქოს შველას ითხოვდა. თვალებში შიში ჩასდგომოდა, სანამ გოგო უახლოვდებოდა, მას კი არ უნდოდა, ის გაჰკარებოდა.
ჯონგუკიც დაბნეული იყო, გარკვეული მიზეზების გამო, არ სურდა საერთოდ ვინმეს ჯიმინისთვის ეკოცნა. სისხლი აწვებოდა სახეში, რაღაც უნდა გაეკეთებინა...
  - ჯიმინ, შობას გილოცავ!
  ჯონგუკის უადგილო მილოცვამ წამით ყველა გააოგნა.
  - ახლა გამახსენდა, რომ შენთვის საჩუქარი არ მომიცია,-უხერხულობის გასაფანტად გაიცინა კიდეც, ჯიმინმა კი მოლოდინით აღსავსე თვალები მიაპყრო,-მაგრამ, მგონი სახლში დამრჩა. ხომ არ წავიდეთ?
  - თუ ვერ შეამჩნიე, ის თამაშობს და მომენტს ნუ ჩაგვაშხამებ,-კბილებში გამოსცრა იმედგაცრუებულმა გოგომ.
  - ძვირფასო,-ყალბი ღიმილით შეხედა ჯონგუკმა მთვრალს,-არ გეწყინოს, მაგრამ შენი კოცნა მგონი ჯიმინს არაფერში სჭირდება. დარწმუნებული ვარ, უფრო მნიშვნელოვანი რამ შემიძლია შევთავაზო მას, ვიდრე შენ ხარ.
  სანამ გოგონა რამეს უპასუხებდა, ჯიმინი წამოდგა.
  - ღმერთო, ჯონგუკ! ჩემი საჩუქარი როგორ დაგავიწყდა? მოვდივარ,-ჯონგუკს გაუღიმა, ორივემ საკუთარი მოსაცმელი აიღო და ხალხის გაბრაზების მიუხედავად, გარეთ გავიდნენ.
  - მადლობა, რომ გადამარჩინე,-გაეცინა ჯიმინს.
  - შენი სახე უნდა გენახა...
  - აბა, ახლა საით?
  - მოდი, სანაპიროზე წავიდეთ. პირველები ვიქნებით ამ შობას, ვინც იქ ფეხი დადგა.
  - არ ვიცი, რატომ გიყვარს სანაპიროზე სეირნობა, მაგრამ ის კი იცი, ყოველ ჯერზე როგორ დამითანხმო იქ წამოსვლაზე.
 
  ზღვასთან ახლოს მისეირნობდნენ, ცივი ნიავი სახეებს უყინავდათ, მაგრამ მათ ხასიათზე ნამდვილად ვერ მოქმედებდა.
ჯიმინი რამდენიმე ნაბიჯით უსწრებდა მეგობარს და უდარდელას საუბრობდა.
  - სულ მეგონა, პირველ კოცნას არანაირი მნიშვნელობა არ ექნებოდა ჩემთვის... უფრო სწორედ, ცხოვრებაში არ მიფიქრია ამაზე, იმიტომ, რომ არავინ მყვარებია. ახლა წარმოვიდგინე, ჩემთვის უცხო გოგონასთვის უნდა მეკოცნა, დავიბენი და მივხვდი, პირველი ის ადამიანი უნდა ყოფილიყო, რომელიც მეყვარებოდა და მასაც ვეყვარებოდი. პათეტიკურად ჟღერს, მაგრამ ასე ვფიქრობ...
  ჯონგუკი უსმენდა და სულელივით იღიმოდა. ალბათ საშობაო განწყობის, ან უფრო ალკოჰოლის ბრალი უნდა ყოფილიყო, ამ წამს მხოლოდ ჯიმინის ყურება და სმენა რომ აინტერესებდა. თუმცა, სულ ასე იყო... ბიჭთან გატარებული დრო ყველაფერს ერჩივნა, რადგან რაც არ უნდა მომხდარიყო დღის განმავლობაში, ის მხოლოდ ერთი გამოხედვით ავიწყებდა ყველაფერს.
  აი, ასეთი ანგელოზი იყო პაკ ჯიმინი.
  - არ ვიცი რატომ, მაგრამ ბოლო დროს თავს უცნაურად კარგად ვგრძნობ... - ჯიმინი ერთ ადგილას გაჩერდა და ჯონგუკიც მაშინვე გვერდზე მიუდგა,-იქნებ... შეყვარებული ვარ?-მისი ბედნიერი სახის დანახვა სიბნელეშიც კი შეიძლებოდა.
  - გუკი, შენ გიყვარს ვინმე?
  - მიყვარს,-ღიმილით უპასუხა უმცროსმა.
  -  იცი, როგორი გრძნობაა მასთან რომ ატარებ დროს და გარშემო არაფერი გაინტერესებს? სიცივეც კი, იმიტომ რომ ის ყოველთვის შენთანაა, რომ გაგათბოს... ყოველთვის მზადაა დაგიცვას და გაგაცინოს როცა მოწყენილი ხარ...
  დიახ, ჯონგუკმა ეს ყველაფერი მშვენივრას იცოდა. ადამიანი რომელიც ასე უყვარდა, სწორედ მის წინ იდგა.
  სუნთქვა გაუხშირდა და გული თითქოს გადმოხტომას ლამობდა, ჯონგუკი ვეღარ ფიქრობდა, მხოლოდ მოსაცმლის ზემოდან, წელზე მოხვია ჯიმინს ხელი და მის სახესთან ძალიან ახლოს მიიწია. ჯიმინსაც აჩქარებოდა სუნთქვა, თვალებში უყურებდა უმცროსს და შეწინააღმდეგებას არ ლამობდა...
ჯონგუკმა მხოლოდ მაშინ მიაკრო საკუთარი ტუჩები მისას, როდესაც ჯიმინმა ყელზე შემოხვია პატარა თითები.
სხეული თითქოს ერთ წამში გაუთბა, როცა ჯიმინმა უფრო მეტი ვნებით დაიწყო მისი კოცნა.
თითქოს ნიავიც თბილი და სასიამოვნო გახდა, ტალღებიც ლამაზ მუსიკას ქმნიდნენ მხოლოდ მათთვის..
ჯონგუკს აღარაფერი აღელვებდა. არაფერი იყო იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე მის კისერს შემოხვეული პატარა, ლამაზი არსება.

His Metal VeinsWhere stories live. Discover now