თორმეტი საათი რომ გახდა, ჯონგუკმა მიკროფონით ხალხის ყურადღება მოითხოვა.
  - კარგად ერთობით?-როდესაც ხალხმა ყვირილით „კი" უპასუხა, საუბარი განაგრძო,-ნება მომეცით, მიზეზი გითხრათ, თუ რატომ უნდა გაერთოდ უფრო მეტად ამ ღამეს. პაკ ჯიმინ, შეგიძლია შენი პაწაწინა ფეხებით აქ მოხვიდე?-ჯონგუკს ჯიმინის გაბრაზებული სახის დანახვისას გაეცინა. ხალხმა ყურადღება ბიჭზე გადაიტანა, რომელიც შუბლშეკრული დადგა სცენის წინ.
  - ჯიმინს სულ ცოტა ხანია ვიცნობ,-მიკროფონში საუბარი განაგრძო მან,-ვერასდროს წარმოვიდგენდი, ადამიანის გაბრაზების შემდეგ მისგან დახმარებას თუ მივიღებდი. მაგრამ, პაკ ჯიმინმა დამანახა, რომ საოცარი პიროვნებაა და თანაც გიჟდება ჩემზე,-კვლავ გაეცინა,  რადგან ჯიმინს ტუჩები საყვარლად მოეკუმა და თავს იქნევდა,-დღეს, როდესაც ერთი თვე და თხუთმეტი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც პირველად მოვუშალე ნერვები, ხოლო თვრამეტი წელი მას შემდეგ, რაც გაჩნდა იმისთვის, რომ მისი ცივი გულით იზრუნოს ჩემზე, მინდა ამ პატარა, ბრაზიან ადამიანს მივულოცო დაბადებისდღე.
  მთვრალმა ხალხის ნაკადმა ყვირილით დაიწყო ჯიმინისთვის მილოცვა, მას კი შერცხვა და როგორც ჩვეოდა, ღიმილით ჩამალა თავი ხელებში. თუმცა, როცა ჯონგუკმა კიდევ დაიწყო საუბარი, მისკენ გაიხედა.
  - ჰიონ, გილოცავ, ეს სიმღერა კი შენთვის!
  Mammon-მა დაკვრა დაიწყო, ჯიმინმა კი ნაცნობი მელოდიის მოსმენისას, ხმამაღლა გაიცინა და თემინს ჩამოეკიდა მხარზე.
ჯონგუკი სიმღერისას მეგობარს თვალს არ აცილებდა, რომელიც ხალხთან ერთად ერთობოდა, ცეკვავდა, მღეროდა კიდეც და უზომოდ ბედნიერი ჩანდა.
სიმღერის დასასრულს, ხალხმა კიდევ ერთხელ დაიწყო ჯიმინისთვის მილოცვა, ჯონგუკი კი სცენიდან ჩახტა და მეგობარს მოეხვია.
  - მადლობა, გუკი! საჭირო არ იყო!- კისერზე სიცილით მოეხვია ჯიმინი, როდესაც ბიჭმა წელზე მოკიდა ხელები.
  - შენთვის ყველაფერს ვიზამ, ჰიონ,-გაუცინა ჯონგუკმაც, სანამ სოკჯინი მოუახლოვდებოდათ. ხელში მიკროფონი ეჭირა.
  - ჩემს პატარა ძამიკოს მეც მინდა მივულოცო, რომელსაც წინ ძალიან ბევრი რამ ელის. ეს გამომართვი, ჯიმინ. გილოცავ!
  ჯიმინმა სოკჯინის მიცემულ პატარა ყუთს ახსნა თავი და გაოგნებულმა შეხედა ძმას.
  - ეს რა არის?-ყუთიდან გასაღები ამოიღო, ჯონგუკი კი მიხვდა, რაშიც იყო საქმე.
  - როგორც გითხარი, წინ ბევრი რამ გელის, იმედია სეულში რომ ჩამოვალ, უფლებას მომცემ, შენს სახლში დავრჩე.
  გაოგნებულმა ხალხმა ყვირილი დაიწყო, ჯიმინი კი უხმოდ ჩაეხუტა ძმას.
  ჯონგუკი კვლავ სცენაზე ახტა და Mammon-მაც ისევ დაკვრა დაიწყო.

საღამო მართლაც განსაკუთრებული გამოვიდა. ჯიმინი ისევ შოკირებული იყო, მაგრამ ღიმილს ვერ წყვეტდა. ტორტის ჭამისას ცოტა დალია და უფრო უკეთეს ხასიათზე დადგა.  ჯონგუკს არც მაშინ სურდა გაღიმებულ ჯიმინს მოშორებოდა, როცა წვეულება დამთავრდა და ხალხი სახლში წავიდა.
  - ჯიმინ,-უთხრა როცა ფურგონში უნდა ჩამჯდარიყო,-შენთვის მეც მაქვს საჩუქარი.
  - მომწონდა, ჰიონს რომ მეძახდი.
  - გინდა, ღამით ჩემთან დარჩე? მხოლოს ამ შემთხვევაში გაჩუქებ დაპირებულს.
  - ჯონგუკ, ეგ იმაზე უცნაურად ჟღერს, რასაც რეალურად გულისხმობ.
  - კარგი რა,-გაუღიმა ჯონგუკმა და დაამატა,-ჰიონ, გთხოვ.
  - კარგი, კარგი,-გაწითლებულმა ჯიმინმა გადაიკისკისა,-სოკჯინს გავაფრთხილებ და წავიდეთ. ვერ გეწინააღმდეგები, ჰიონს რომ მეძახი.

His Metal VeinsWhere stories live. Discover now