17. BTS გეხმარება სწავლაში.

Mulai dari awal
                                    

"მადლობა. შენ რომ გაბარებდი უფრო მშვიდად ვიყავი და არ შემშლია."

პასუხს არ გცემს და თავდახრილი იყურება წიგნისკენ. აკვირდები და ხედავ, რომ თვალები დახუჭული აქვს. ალბათ ისტორია მოსაწყენი თემაა მისთვის და ჩაეძინა. ფრთხილად ართმევ ხელიდან წიგნს, ასევე ფრთხილად აწვენ დივანზე და პლედს აფარებ.

"იძინე. ისედაც რამდენი დღეა წესიერად არ გძინავს."

შენ კი სწავლას აგრძელებ.

ჰოსოკი

განწარებული სწავლობდი ლექსს და პარალელურად გულში იგინებოდი. ჰობიმ შეამჩნია როგორი დაძაბული იყავი და მოგიახლოვდა.

"რას სწავლობ?"

"ლექსს... რამდენიმე საუკუნის წინ დაწერილ უაზრო ლექსს."

"დაგეხმარო?"

"შენ რით უნდა დამეხმარო, ჩემს მაგივრად ხომ არ ისწავლი?"

ორივეს გეცინებათ შენს ნათქვამზე და წიგნს გართმევს.

"რეპი წაიკითხე. ასე უფრო დაგამახსოვრდება."

"რეპი?"

ჰობი იწყებს ლექსის კითხვას რეპის სტილში. ერთი ჩვეულებრივი და ძველი ლექსი უეცრად ნამდვილი ჰიპჰოპის შედევრს ემსგავსება.

"ასე სცადე."

"ჰობი... გენიოსი ხარ."

"მოდი ერთად გავრეპოთ."

მთელი საღამო მხიარულად სწავლობთ ლექსს და მეორე დღეს ყველაზე კარგ შეფასებას შენ ღებულობ.

ნამჯუნი

ნამჯუნმა გვერდით ჩაგიარა, როცა მათემატიკას წერდი, დაინახა რა გამწარებული ხსნიდი მაგალითებს და შენს პირდაპირ დაჯდა მაგიდასთან. ყურადღება არ მიგიქცევია, ცდილობდი კვადრატული განტოლება ამოგეხსნა.

"არასწორად გააკეთე. აი ეს უნდა ჩაგესვა აქ და პასუხი 23 იქნებოდა."

დახედე რვეულზე ნამჯუნის თითით ნაჩვენებ ადგილებს და გაოგნებულმა ახედე.

BTS - Imagines & ReactionsTempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang