11. ზარი (Jungkook Oneshot)

Start from the beginning
                                    

საუბრისას ჯონგუკმა გადაწყვიტა მისთვის აზრი ეკითხა იმასთან დაკავშირებით, რაც მთელი დღე აწუხებდა.

იაპონურ ანიმეებს უყურებ ხოლმე?’ - მისწერა ჯონგუკმა მეის.

პასუხი დაუყოვნებლივ მოვიდა.

კი, ბავშვობაში ვუყურებდი და ახლაც დრო თუ მაქვს ვუყურებ ხოლმე.

ნანახი გაქვს ‘შენი სახელი’? რაღაც მინდა გკითხო.

კი, ნანახი მაქვს. რა გაინტერესებს?

ზართან დაკავშირებით მაინტერესებდა. გჯერა, რომ შეიძლება შენს ბედს გვერდით ჩაუარო და ზარის რეკვის ხმა შემოგესმას?’

მეიმ პასუხი დააგვიანა. ჯონგუკი აღელდა, მაგრამ მაინც მოთმინებით ელოდებოდა შეტყობინებას.

არა, რა თქმა უნდა არ მჯერა. არც ერთი დანახვით შეყვარების მჯერა და არც ბედის. რატომ მეკითხები?

არა, უბრალოდ. მაინტერესებდა შენი აზრი. უბრალოდ მე მჯერა. და გოგონებს როგორც წესი სჯერათ ხოლმე მსგავსი რომანტიკული რაღაცეების.

დაგავიწყდა? მე ხომ არა ვარ ჩვეულებრივი გოგონა.

მეი მართალი იყო. ის ყველასგან განსხვავდებოდა. ყოველ შემთხვევაში ჯონგუკს ასე ეგონა, რადგან მასთან საუბრისას მისგან განსხვავებული ენერგეტიკა და აურა მოდიოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ 19 წლისა იყო (როგორც ეს თავად თქვა), გამოუცდელი გოგონას ნაცვლად ის ზრდასრული და ჩამოყალიბებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა.
მეის და ჯონგუკს დიდხანს აღარ უსაუბრიათ. რამოდენიმე სიმღერის მოსმენა ურჩიეს ერთმანეთს და ‘ტკბილი ძილი’-თ დაასრულეს საუბარი.

სწორედ იმ დროს, როცა ჯონგუკი სინათლის გამოსართავად წავიდა, კარზე კაკუნი შემოესმა. ამ დროს ვინ უნდა ყოფილიყო? ის კარისკენ წავიდა და ფრთხილად გააღო. მის წინ ხალათიანი ჯიმინი იდგა.

„ჰიონ, მოხდა რამე?“ - იკითხა ჯონგუკმა აღელვებული ხმით.

„არა, არაფერი. უკვე დასაძინებლად წვებოდი?“

BTS - Imagines & ReactionsWhere stories live. Discover now