9. BTS-ის რეაქცია, როცა მათი შიშველი სხეულის დახატვა გინდა.

Começar do início
                                    

"...შენი შიშველი სხეული უნდა დავხატო."

"რა უნდა ქნა?"

გადაძრობილ მაისურს ისევ იცვამს და გაოგნებული გიყურებს.

"დავალება მაქვს სამხატვრო აკადემიაში. მითხრეს, რომ შიშველი სხეული უნდა დავხატო. შენი სხეულის გარდა ვერცერთს დავხატავ. შემრცხვება..."

"ის არ შეგრცხვება ჩემს სხეულს აკადემიაში გამოსაფენად რომ წაიღებ? მაგრამ შენ რატომ უნდა შეგრცხვეს თუ ნახატზე მე ვიქნები."

ჯერ გაბუტული ჯდება დივანზე, მერე კი გვერდით უჯდები და მის მოთაფლვას ცდილობ.

"გპირდები, თავს არ მიგიხატავ..."

"ჰოდა მაშინ ინტერნეტში მოძებნე შიშველი კაცები და რომელიმე გადახატე."

სიცილს იწყებს და შენდაუნებურად შენც გეცინება. კიდევ ბევრჯერ ცდილობ გადაარწმუნო და ბოლოს იმარჯვებ.

"დაპირება დაპირებაა. ხვალ ჩემთან ერთად შუა ქუჩაში ცეკვავ DNA-ს. არავითარი სირცხვილი."

"გავიგე, ოღონდ გაჩერდი და ჩუმად იდექი."

ნამჯუნი

თავდაპირველად უარზეა, რადგან ეს იდეა უაზროდ ეჩვენება.

"არც შენ ხარ მიქელანჯელო და არც მე ვარ დავითი. რა აზრი აქვს?"

"კარგი რა. მიქელანჯელო თუარა მაგის ნახევარი მაინც ხომ ვარ?"

"სიმაღლით?"

ორივეს გეცინებათ და მერე უკმაყოფილო მზერას ისვრი მისკენ.

"მისმინე, კარგად დაგხატავ. მენდე."

"მე რომ გეუბნები მენდე მეთქი ჭამის დროს, მაშინ რას მპასუხობ?"

"შენმა გაკეთებულმა საჭმელმა შეიძლება მომკლას და ჩემი ნახატი რას დაგიშავებს?"

დებატებში ვერ იმარჯვებს, ამიტომ იძულებულია დაგნებდეს და გაიხადოს. მარტივ პოზას ურჩევ, თუმცა მაინც ახერხებს ფეხის უხეში გაწევით სკამის წაქცევას.

BTS - Imagines & ReactionsOnde as histórias ganham vida. Descobre agora