8. BTS-თან პირველი შეხვედრა.

Start from the beginning
                                    

"ახლახანს ავაწყვე ჩემით, მეხსიერებიდან ვუკრავდი და ზუსტი აკორდები არ ვიცოდი. მადლობელი ვარ."

"პიანინოს საყიდლად ხარ მოსული?"

"კი, ოღონდ ჩემთვის არა. მეგობრის ნაცვლად ვარჩევ. მისი შეყვარებული უკრავს და საჩუქარი უნდა რომ გაუკეთოს. ასარჩევად მე გამომგზავნა, რადგან თავად არ აქვს სმენა."

ყველაფერს დეტალურად უხსნი, მერე კი ფიქრობ რაში აინტერესებდა ეს დეტალებიო და ბოდიშს უხდი.

"არა, არაუშავს. ახლა გასაგებია."

ის გშორდება იმის ასარჩევად, რისთვისაც შემოვიდა, შენ კი კონსულტანტს ეძახი და პიანინოს აფორმებინებ. როცა შეუთანხმდი მიტანის მისამართზე და თანხა გადაიხადე, გასვლისას კარში ისევ იუნგის შეეფეთე. ორივეს გაგეცინათ და დიდხანს დაობდით ვინ გასულიყო პირველი. ერთმანეთის გაშვება გსურდათ. ბოლოს იუნგიმ გაიმარჯვა და პირველი შენ გახვედი.

"აქვე ახლოს კარგი კაფეა. ამერიკანო ხომ არ დაგველია ერთად?"

უყოყმანოდ თანხმდები და ყავის დასალევად მიდიხართ.

ჰოსოკი

მეგობრებთან ერთად სეულის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში ფლეშმობი მოაწყვეთ ბითიესის სიმღერებზე. დიდი ხანი არ იყო რაც ცეკვა დაიწყე, მაგრამ მაინც დათანხმდი მეგობრებს მათთან ერთად ცეკვაზე. როცა ფლეშმობი დამთავრდა და ხალხის ტაშიც ჩაცხრა, ვიღაც მოგიახლოვდა.

"ძალიან კარგად ცეკვავდი. რამდენი ხანია რაც ცეკვავ?"

თავი ასწიე და ხმის ავტორს მიაჩერდი. ნამდვილად მზესავით ანათებდა მისი ღიმილიანი სახე. კორეული ძალიან კარგად არ იცოდი და ენაც დაგება პასუხის გაცემისას.

"მ...მე... არც ისე... ანუ... ახლახანს დავიწყე... აი... ასე... სამი თვე ალბათ."

შენი საუბრის მანერაზე ეცინება.

"კორეულად საკმაოდ კარგად საუბრობ. ალბათ დიდი ხანია აქ ცხოვრობ."

BTS - Imagines & ReactionsWhere stories live. Discover now