5. BTS-ის რეაქცია, როცა ავად ხარ.

Start from the beginning
                                    

"თავს უკეთესად გრძნობ?"

შენი თვალებიდან თავისით ცვიოდნენ ცრემლები ტკივილისგან, ოდნავ გაცახცახებდა და თან გრცხვენოდა ჰობის ასეთ მდგომარეობაში რომ მოუწია შენი დანახვა. მან უსოტყვოდ მიგაცილა მისაღებ ოთახამდე და დივანზე დაგსვა.

"რამე გჭირდება?"
"სითბოსა და ალერსის გარდა არაფერი."

ის წამით გავიდა ოთახიდან და თხელი საბანი შემოიტანა შენი საძინებლიდან. ამის შემდეგ შენს გვერდით დაჯდა და კალთაში პატარა ბალიში დაიდო. თავი ამ ბალიშზე დაგადებინა, საბანი გადაგაფარა და თავზე მოფერება დაგიწყო. ჩაძინებამდე რაღაც საინტერესო ამბებს და ისტორიებს გიყვებოდა, მერე კი შენს გაღვიძებამდე მშვიდად იჯდა და ოდნავაც არ განძრეულა, რათა შენი ძილი არ დაეფრთხო.

"როცა გძინავს, ანგელოზს ჰგავხარ."

მისი ჩურჩული არ გაგიგონია, თუმცა მსგავს სიტყვებს მისგან ისედაც ხშირად ისმენდი.

ნამჯუნი

ნამჯუნი აღელდა როცა გაიგო, რომ ავად გახდი. შენს გვერდით უაზროდ ტრიალებდა და დაბნეული გაყრიდა კითხვებს.

"გშია? ან იქნებ გწყურია? ჩაი ან თბილი რძე ხომ არ გინდა?"

ყველა კითხვაზე უადის ნიშნად თავი გაუქანე.

"იქნებ..."
"ნამჯუნ, კარგად ვარ."

სიტყვა გააწყვეტინე და გაუღიმე. მან თითქმის ძალის დატანებით შეგიყვანა საძინებელში, საწოლზე დაგაწვინა და ყელამდე დაგაფარა საბანი.

"იწექი და არ ადგე. ექიმთან გადავრეკავ და გავარკვევ როგორ მოვიქცეთ."

გაგეცინა, ხელი ჩაავლე მაჯაში და შენს გვერდით საწოლზე დააგორე.

"ჯუნი, უბრალოდ გავცივდი. გაციებისგან ჯერ არავინ მომკვდარა."

შენი სიტყვები ბოლომდე ვერ ამშვიდებს, მაგრამ გვერდით კომფორტულად გიწვება და გულში გიკრავს.

BTS - Imagines & ReactionsWhere stories live. Discover now