2. BTS-ის რეაქცია, როცა გაიგებენ, რომ არასრულწლოვანი ხარ.

Start from the beginning
                                    

ის მშვიდად გიხსნის სიტუაციას და მის სიტყვებზე მშვიდდები. ამის შემდეგ ახალ სიმღერას გასმენინებს და ყველანაირი დარდი გიქარწყლდება.

ჰოსოკი

ჰოსოკის წინაშე იდექი და ელოდებოდი მის რეაქციას მისთვის მიწოდებულ იბფორმაციაზე. მას მერე, რაც გამოუტყდი, რომ არასრულწლოვანი ხარ, უკვე რამოდენიმე წუთი ჩუმად იყო და ხმის ამოღებას ვერცერთი ბედავდით. ეტყობოდა, რომ გაოცებული იყო, მაგრამ სიტუაციის განსამუხტად გაიღიმა და საუბარი მშვიდად დაიწყო.

"კარგი, ასე ნუ განიცდი. ეს არაფერს ცვლის. უბრალოდ ხომ გესმის, რომ ცოტა ხნით ურთიერთობის გაწყვეტა მოგვიწევს ოფიციალურად. მიყვარხარ და მოუთმენლად დაველოდები იმ დღეს, როცა სრულწლოვანი გახდები და კვლავ შევძლებთ ერთად ყოფნას. დამპირდი, რომ იქამდე არ მოიწყენ. ვიმეგობროთ, კარგი?"

შენს გამსახიარულებლად სულელურ ცეკვას იწყებს და სულ მალე მთელი დაძაბულება გეხსნება.

ნამჯუნი

ურეკავ და ეუბნები, რომ რაღაც მნიშვნელოვანი გაქვს სათქმელი და ისიც დატვირთული გრაფიკის მიუხედავად ახერხებს შენთან შესახვედრად დრო გამონახოს. ერთმანეთს იმ კაფეში ხვდებით, სადაც ხშირად ხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს. სადღაც მიყრუებულ უბანში, უცხო თვალისგან მოშორებულ და მყუდრო გარემოში.

"ჯუნი... ვაპურებდი შენთვის ადრეც მეთქვა, მაგრამ შემეშინდა, რომ დაგკარგავდი. მე... უნივერსიტეტის კიარა, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვარ."

თითებს ნერვიულად ხლართავ ერთმანეთში, მერე კი ყავის ფინჯანს ხვევ ხელებს და თავს ხრი. ნამჯუნს წამიერად თითქოს ბრაზი ეტყობა სახეზე, მაგრამ მერე ეს ბრაზი ჩაფიქრებული გამომეტყველებით იცვლება. ცოტა ხნით ხმას არ იღებს, მაგრამ მერე სიჩუმეს მშვიდი ხმით არღვევს.

"ხომ იცი, რომ ძალიან მიყვარხარ? უბრალოდ ჩვენ ხომ კორეაში ვართ და ალბათ იცი რა შეხედულებაა აქ მაგასთან დაკავშირებით. თან ამ ურთიერთობით არ მინდა ან შენ ან ბითიესს ზიანი მოგადგეთ. გპირდები, რომ აუცილებლად დაგელოდები და ოდესმე ერთად ვიქნებით. მანამდე კი უფრო უსაფრთხო იქნება მეგობრებად თუ დავრჩებით. ჩემი ხომ გესმის?"

BTS - Imagines & ReactionsWhere stories live. Discover now