1. BTS-ის რეაქცია, როცა ეტყვი, რომ უზომოდ გიყვარს.

Start from the beginning
                                    

ჰოსოკი

საცეკვაო დარბაზის კუთხეში იჯექი, სელფევს იღებდი და თან თვალს ადევნებდი როგორ ცდილობდა ჰობი ბითიესის ახალი ალბომიდან ერთ-ერთი სიმღერისათვის სასცენოდ ცეკვის მონახაზი დაედგა. როცა ის დაღლილი იატაკზე დაჯდა, შენ წამოდექი, მიუახლოვდი და გვერდით მიუჯექი.

"ჩემი მზე და სიცოცხლე ხარ ჰობი, უზომოდ მიყვარხარ და სიცოცხლის ბოლომდე ასე მეყვარები."

ის არ იბნევა, შენსკენ იხედება და უმალვე გპასუხობს.

"შენ კი ჩემი მთვარე და ვარსკვლავები ხარ. თანაც მე უფრო მიყვარხარ."

"არა, შენ რა იცი როგორ მიყვარხარ. მე უფრო მეტად მიყვარხარ, მართლა."

"ჰოდა მე მაგაზე მეტად მიყვარხარ."

ძალიან დიდ დროს კარგავთ იმაზე დავაში, ვის ვინ უფრო ძლიერად უყვარს. მერე კი დღის ბოლომდე ჰობისთან ერთად ცეკვავ, ან უფრო სწორად ცდილობ იცეკვო და არ გამოგდის, რის გამოც მის თვალში საყვარლად გამოიყურები და ხუმრობით დაგცინის კიდეც.

ნამჯუნი

საძინებელში საწოლზე ნახევრად წამოგორებული, ლეპტოპით ხელში იჯდა და დაძვრებოდა სხვადასხვა საიტებზე. ცდილობდა ახალი სიმღერისთვის ტექსტის დასაწერად გონება მოეკრიბა. მასთან ოთახში სულ მალე ჩაის ჭიქით ხელში შეხვედი და გვერდით მიუჯექი.

"ჯუნი... უზომოდ მიყვარხარ, ყველაზე და ყველაფერზე მეტად..."

ლეპტოპს თვალს აშორებს და შენსკენ იხედება.

"მეც მიყვარხარ, მაგრამ დღეს რამე განსაკუთრებული დღეა?"

"შენს გვერდით გატარებული ყოველი დღე განსაკუთრებულია ჩემთვის."

შენი პასუხით დამორცხვებულმა ლეპტოპი გადადო ღიმილით, მერე კი წელზე მოგხვია ხელები და მის გვერდით საწოლზე დაგაგორა.

"რას აკეთებ, გაგიჟდი?"

"ტყუილად მიძალიანდები. ვერსად გაიქცევი."

BTS - Imagines & ReactionsWhere stories live. Discover now