《 •●პროლოგი●• 》

16 3 0
                                    

2007 წლის 7 ოქტომბერი:
ამ დღეს ერთმა პატარა გოგონამ მშობლები დაკარგა. გოგონა, რომელსაც აბსოლუტურად ყველაფერი აინტერესებდა მოუთმენლად ელოდა თავისი მშობლების დაბრუნებას კორეიდან, რათა მათი ისტორიები მოესმინა, მაგრამ საბოლოოდ იმედები გაუცრუვდა, რადგანაც მისი მშობლები უკან აღარ დაბრუნებულან. ამის მიზეზი კი ავტოკატასტროფა იყო. 7 წლის თაიასთვის ეს ყოველივე მოულოდნელად და გაუცნობიერებლად მოხდა.
დრო გადიოდა, თაია იზრდებოდა და პიროვნებად ყალიბდებოდა, მაგრამ ყოველთვის იყო რაღაც, რაც მას შინაგანად ღრღნიდა. თაიას არ ასვენებდა ფიქრები თავისი მშობლების შესახებ და ფიქრობდა, რომ მათი სიკვდილის მიზეზი ავტოკატასტროფა არ ყოფილა.
ერთხელაც თაია ინტერნეტში ერთ საინტერესო ინფორმაციას წააწყდა, საკმაოდ ძველი სტატია იყო, სტატია მისი მშობლების გარდაცვალების დღეს ემთხვეოდა, სტატიაში კი ეწერა: "დღეს კორეაში, ქალაქ სეულში, მძიმე ავტოკატასტროფა მოხდა. მანქანა, რომელშიც მხოლოდ მამაკაცი და ქალბატონი იქნა ნაპოვნი, ხიდიდან მდინარეში გადავარდა. გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ეს ორი პიროვნება 4 დღის წინ დაიღუპა, და რომ ეს ავტოკატასტროფა შემთხვევითი არ ყოფილა". სტატიის ქვემოთ კი მოცემული იყო ფოტო-სურათები, ამ ფოტოებში კი თაიამ თავისი მშობლები ამოიცნო.
იმ დღიდან თაიამ გადაწყვიტა პროკურორი გამხდარიყო, რადგან შესძლებოდა, რომ ეს საქმე გამოეძიებინა და საბოლოოდ თავისი მშობლებისთვის შური ეძია.

Where's my AngelWhere stories live. Discover now