《 •●თავი მეთხუთმეტე●• 》

2 0 0
                                    

ლექციები დამიმთავრდა და სახლში წამოსვლის დროც მოვიდა, მაგრამ სანამ სახლში დავბრუნდები ვივიენითან უნდა წავიდე, თეჰის ჰუდის წამოსაღებად.

-ვივიენ გუშინ ჩემი ჰუდი დამრჩა შენთან.
-თეჰიონის ნივთები უკვე შენი გახდა? ჰაა მიდი გამოტყდი, რა ხდება თქვენ ორს შორის.(ვივიენი)
-არაფერიც არ ხდება და რა უნდა ხდებოდეს?
-კარგი, მაშინ ის მითხარი გუშინ კლუბიდან სად გაქრი?(ვივიენი)
-პირველი  ვფიქრობ, რომ შენ მაგ კითხვას არ უნდა მისვამდე  როცა ვიღაცა უცნობის სახლში გაიღვიძე და მეორე, რა დაკითხვა მომიწყვე ვერ გავიგე.
-კარგი, კარგი, მაგას ნუ გამახსენებ და ხმას აღარ ამოვიღებ.(ვივიენი)

ხო ეს დიალოგი ჩემსა და ვივიენს შორის, ჩხუბი არ გეგონოთ. საერთოდ 10 წელი ხდება რაც მეგობრები ვართ და სერიოზულად ერთხელაც არ გვიჩხუბია.
ვივიენს თავისი კაბა დავუბრუნე, მან ჰუდი ჩამომიტანა და სწორედ ამ დროს ჩემი ტელეფონიც ახმაურდა.

-თეჰიონია?(ვივიენი)
-კი, ცოტახნით გავალ კარგი?
-კაი მიდი.(ვივიენი)

ვივიენს სახლის წინ უზარმაზარი ბაღი აქვს, თანაც საკმაოდ ლამაზი, ასე რომ ამ ბაღში გამოვედი და ტელეფონს ვუპასუხე.

-თეჰი გისმენ.
-აბა ჩემი გოგო როგორა?(თეჰიონი)
-კარგად ვარ, შენ რას შვრები, რამე გინდოდა?
-კი მინდოდა.(თეჰიონი)
-აბა გისმენ, რა გინდოდა?
-შენ მინდიხარ, კიმ თაია.(თეჰიონი)
-ახლა მომესმა თუ კიმ თაია თქვი?
-და შენ მხოლოდ მაგაზე რატომ გაამახვილე ყურადღება? მინდიხარ მეთქი, რომ გითხარი ვერ გაიგე?
*ჩაიცინა*
კიდევ უნივერსიტეტში ხარ? გინდა გამოგივლი.(თეჰიონი)
-არა უნივერსიტეტში აღარ ვარ, ვივიენთან ამოვედი, ჰუდის წამოსაღებად.
-კარგი მიდი მაშინ ლოკაცია ჩამიგდე და მოვალ.(თეჰიონი)
-არა არ გინდა...
-*სიტყვა გამაწყვეტინა*
მინდა, თან ისედაც გამოსული ვარ.(თეჰიონი)
-კარგი მაშინ.
-კარგი ანგელოზო, ცოტახანში მოვალ.(თეჰიონი)

თეჰის ლოკაცია ჩავუგდე და კვლავ სახლში შევედი.

-აბა რა ხდება? წავიდეთ?(ვივიენი)
-არა ვივიენ იყოს, თეჰიონი გამომივლის.
-კარგი, ისე შენი მოტოთი რატომ აღარ დადიხარ?(ვივიენი)
-ეს დღეები არ დამჭირვებია.
-ნუ ხო პრინციპში თეჰიონს დაყავხარ ყველგან და რაღაზე დაგჭირდებოდა, თან ვინ იცის იმ დღის მერე აღარც უნდა რომ დაჯდე.(ვივიენი)
*გაიცინა*

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: May 25 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

Where's my AngelWhere stories live. Discover now